ანჩელოტი:„„რეალის“ გასახდელში მბაპეზე არ საუბრობენ“

კარლო ანჩელოტიმ „რაიო ვალეკანოსთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.


„„რაიოს“ ძალიან სჭირდება ქულები, სწორედ ამიტომ რთულ დაპირისპირებას ველი. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ 3 ქულის მოსაპოვებლად.“

„კილიან მბაპე? მე აქ იმისთვის მოვედი, რომ ხვალინდელ დაპირისპირებაზე ვისაუბრო.“

„ისევ მბაპეზე მეკითხებით? მსურს, თუ არა მისი მწვრთნელობა? მე მსურს, რომ ამ სეზონში ბევრი ტიტული მოვიგო. წინ შორი გზა გვაქვს გასავლელი. მბაპეზე განცხადებას არ გავაკეთებ, რადგან ეს ფორმატი ამისთვის არ არის. მოდით სხვა თემებზე ვისაუბროთ.“

„მოდრიჩს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ბუნებრივია, მას მუდმივად თამაშო სურს, რადგან შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა მე არჩევანის გაკეთება მიწევს ხოლმე. ხორვატს დაახლოებით 1 თვის წინ ამ საკითხზე ვესაუბრე. ორივე მხარისთვის ყველაფერი თვალნათლივია.“

„აღსანიშნავია, რომ ხორვატი ფეხბურთელი გასახდელია ლიდერია, ის ახალგაზრდებს ჭკვიანურ და მნიშვნელოვად რჩევებს აძლევს.“

„არდა გიულერი საკმაოდ კარგ ფორმაში შედის. რაც მთავარია, თურქს ჯანმრთელობის პრობლემები აღარ აქვს და ეტაპობრივად უფროდაუფრო მეტ დატვირთვას მიიღებს.“

„მოდრიჩის მომავალი? კლუბი პატივს სცემს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ლუკა მიიღებს.“

„როდრიგოს მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დაცვითი კომპონენტებიც კი გააუმჯობესა, ის ყველა მატჩში პროგრესირებს და გუნდს უდიდეს დახმარებას უწევს.“

„ჩუამენი ინტელექტით სავსე ფეხბურთელია, რასაც ისიც მოწმონს, რომ დაცვის ცენტრსაც შესანიშნავად ეჩვევა. ჩვენ გვყავს რუდიგერი, რომელიც მოედანს მალე დაუბრუნდება, შემდეგ კი თამაშს ედერ მილიტაოც შეძლებს, შესაბამისად, ორელიანის უკან დაწევა არ გვჭირდება, ჩვენ ის დავიმატეთ, როგორც ნახევარმცველი და გამოვიყენებთ იქ, სადაც ის საუკეთესოა.“

„„რეალის“ გასახდელში მბაპეზე არ საუბრობენ, ეს შემიძლია ახლავე გითხრათ. ჩვენ თავიდან ბოლომდე სეზონზე ვართ ორიენტირებულები.“

„გუნდის საერთო კონდიციით კმაყოფილი ვარ. „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩისთვის მოსამზადებლად 3 დღე გვქონდა, სწორედ ამიტომ, არ მივიჩნევ, რომ გუნდი ან დაღლილია, ან ფიზიკური თვალსაზრისით რამე პრობლემა აქვს.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 17 თებერვალი 2024
  • 1009
  • 1

1

17 თებერვალი 2024 18:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
ამ ჟურნალისტებისაც არ მესმის რა. რა ეგონათ ეხლა რო იბაზრებდა რამეს
ოფიციალურ პრესკონფერენციაზე?🤨

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (244)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)