ანჩელოტი:,,დერბიში შესაძლოა ექსპერიმენტული დაცვა გვყავდეს"

კარლო ანჩელოტიმ „ხეტაფესთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„მე არ ვიცი, რატომ მომცა მსაჯმა ყვითელი ბარათი, თუმცა ამ მომენტს არ შევაფასებ, მსურს ფეხბურთზე ვისაუბრო და არა არბიტრების ქმედებებზე.“

„წინ მადრიდული დერბია, შემდეგ კი „ჟირონასთან“ მატჩი, სადაც ჩვენი მიზანი 6 ქულის მოპოვება იქნება. რა თქმა უნდა, ამით დიდ ნაბიჯს გადავდგამთ წინ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ გადამწყვეტ მომენტში ვართ.“

„ჩუამენიმ ყვითელი ბარათი მიიღო, რაც დაცვაში დამატებით პრობლემებს გვიქმნის. იმედი მაქვს, რუდიგერი გამოჯანმრთელებას მოახერხებს და „ატლეტიკოსთან“ ნაჩეტეს შეუწყვილდება. გერმანელი მებრძოლია და მჯერა, მალე დაბრუნდება.“

„ვინისიუსს დასვენების საშუალება მივეცი, ის საკმაოდ კარგად ამწვავებდა შეტევებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიელის ერთ-ერთი მომენტი საკამათო იყო და პენალტის დანიშვნაც შეიძლებოდა.“

„მიყვარს როდესაც მოედანზე ერთად არიან ვინი, ვალვერდე, მოდრიჩი და ბელინგემი, ისინი შესანიშნავად კომბინირებენ.“

„კარის მშრალად შენახვა მნიშვნელოვანი იყო. წინა მატჩებში ხშირად ვუშვებდით გოლებს, რაც არ მომწონდა.“

„ხოსელუთი ყველა აღფრთოვანებულია, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „ბლანკოსს“ დიდი სიყვარული დაუმტკიცოს. პირდაპირ გეტყვით, ესპანელი ფეხბურთელის გუნდში ყოლა დიდი პრივილეგიაა. ის არის კარგი პროფესიონალი, რომელმაც იცის როგორ იმუშაოს და შეინარჩუნოს თავმდაბლობა.“

„თუ რუდიგერი დაბრუნებას ვერ მოახერხებს, ჩვენ „ატლეტიკოსთან“ უჩვეულო დაცვის ხაზით მოგვიწევს თამაში და ცენტრში ნაჩოსთან ერთად დადგება ისეთი ფეხბურთელი, რომლისთვისაც აქ თამაში უჩვეულოა.“

„კარგები ვართ, გუნდი მოტივირებულია და არაერთი მატჩის მოგება შეძლო, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ფორმის პიკში ვართ. ჩვენ შეგვიძლია მომატება.“

„ლუკამ დიდი დრო მიიღო და ძალიან პროდუქტიული გახლდათ. ხორვატი ფეხბურთელი თამაშს ყოველთვის უფრო მრავალფეროვანს ხდის.“ dle 10.1

  • Hala
  • 2 თებერვალი 2024
  • 1256
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)