ხოსელუ:,,ვინისიუსზე მიცემულ პასს არ ვნანობ"

ხოსელუმ „ხეტაფეს“ წინააღმდეგ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და დუბლის შესრულებაც შეძლო.


„ჩვენ ვიცოდით, რამდენად რთული მეტოქე გვყავდა ფიზიკური თვალსაზრისით. ბორდალასის ფეხბურთელები ორთაბრძოლებში მართლაც შესანიშნავად შედიან და ხშირად ხისტ ფეხბურთს სთავაზობენ მეტოქეს. მიხარია, რომ 2 გოლის გატანა და გუნდის დახმარება შევძელი. ეს იყო მატჩი, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო და პირველ ადგილზე გადავსულიყავით.“

„გუნდი იყო მშვიდი, გამარჯვებაზე ორიენტირებული და მიზანდასახული. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ გამარჯვებას ვიმსახურებდით და მეტოქის კარში მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო.“

„კოლექტივში ჯანსაღი კონკურენციაა, გუნდში 25 ფეხბურთელი ირიცხება და ყველას ეძლევა მოედანზე შესვლის შანსი. მნიშვნელოვანია, რომ ჩართულობა მაქსიმალურია და საუკეთესო შედეგს ერთობლივი ძალისხმევით ვდებთ.“

„ვამაყობ კარიერით, რომელიც მაქვს და მსურს, რომ „ბლანკოსის“ რიგებში წლების მანძილზე დავრჩე, ეს ჩემი საოცნებო ადგილია.“

„დიდი მადლობა ლუკას ვასკესს, რომელმაც შესანიშნავი გადაცემა გამიკეთა და გოლის გატანა შევძელი.“

„ჰეთ-თრიკი შემეძლო, მაგრამ ვინისიუსს გავუკეთე პასი, რადგან ის უფრო ხელსაყრელ სიტუაციაში იყო. ბრაზილიელს არ გაუმართლა, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 2 თებერვალი 2024
  • 680
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)