ბელინგემი:,,ბერნაბეუზე თავი გლადიატორი მგონია"

ჯუდ ბელინგემმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც საკმაოდ საინტერესო საკითხები მიმოიხილა...


„ძალიან ბედნიერი ვარ სტარტით, რომელიც მადრიდის „რეალში“ მაქვს. ახლა მთავარია ეს დონე სეზონის ბოლომდე შევინარჩუნო და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩემთვის, ასევე სამეფო კლუბისთვის.“

„არ ვცდილობ მოთამაშეებს მივბაძო, ჩემთვის მთავარი საკუთარი სტილის შექმნაა. მსურს, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებისგან მაგალითი ავიღო, მაგრამ მანერა არ მჭირდება, მე მჭირდება განვითარება და საკუთარ სტილში თამაში.“

„ემოციური ადამიანი არ ვარ, მაგრამ „რეალში“ პრეზენტაციის დღე სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში და ვთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში. 5 ნომრიანი მაისური ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან მას ზიდანი ატარებდა, თუმცა მე არ ვარ ზიზუ, მე ვარ ჯუდი და მსურს, ჩემი ისტორია დავწერო.“

„მსოფლიოში ცნობილი ფაქტია, რომ „რეალი“ საუკეთესოა, მაგრამ როდესაც აქ ხარ, ახლოს და ყველაფერს უყურებ უფრო რწმუნდები, რომ სწორად მოიქეცი. მე ვარ პრივილეგირებული ადამიანი, რომელსაც შეუძლია ბერნაბეუზე თამაში და ქომაგების დიდი ოვაციების მოსმენა.“

„მწვრთნელი ძალიან მშვიდია, ფეხბურთელები კი თავდაჯერებულობას განიცდიან. ქომაგები თავს გლადიატორებად გვაგრძნობინებენ. „რეალისთვის“ დაუმარცხებელი მეტოქე, თანაც სანტიაგო ბერნაბეუზე არ არსებობს. არაერთი მეგობარი მესტუმრა მადრიდში და ყველამ აღნიშნა, რომ ეს საოცარი ქალაქია, სადაც ფეხბურთი ყველას უყვარს. მიხარია, რომ აქ მოვხვდი. ადაპტაცია არ გამჭირვებია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს წლებია აქ ვარ.“

„ზეწოლა დიდია, მაგრამ მე მშვიდი ადამიანი ვარ და ვიცი, როგორ ვუპასუხო გამოწვევებს. არასდროს დამავიწყდება „რეალის“ მაისურით გატანილი პირველი გოლი და ოვაციები, რომელიც ქომაგებისგან და თანაგუნდელებისგან მივიღე.“

„მას შემდეგ, რაც „რეალში“ გადმოვედი, უფრო შემტევი სტილის ფეხბურთელი გავხდი. ფაქტობრივად „10“-იანი ვარ, რომელიც შეტევას ეხმარება. „დორტმუნდში“ შედარებით განსხვავებული ფუნქციები მქონდა, თუმცა გოლების გატანას გერმანიაშიც ხშირად ვახერხებდი. მოედანზე თავისუფლება მაქვს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ანჩელოტის, სწორედ მისი დამსახურებაა ჩემი სწორი პოზიციის შერჩევა.“

„მიყვარს კარგი დროს გატარება, ხუმრობა, მეგობრებთან ერთად ყოფნა, თუმცა როდესაც საქმე ფეხბურთს ეხება, ყველაფერი მეორე პლანზე იწევს. პროფესიონალებისთვის მთავარი კარიერაა და ასე ვარ მეც. ვარჯიშის შემდეგ ხშირად ვარ დაღლილი და აღარ მაქვს იმის დრო, რომ მეგობრებს შევხვდე, მაგრამ ეს ფეხბურთელების კარიერის თანმდევი მოვლენაა, რომელსაც ვერავინ გაექცევა. თუ წარმატების მიღწევა მსურს, მუდმივად საქმეზე უნდა ვიყო ორიენტირებული.“

„გასახდელში ბევრს ვხუმრობთ, მაგრამ როდესაც საქმეა გასაკეთებელი, ყველა მაქსიმალურ სერიოზულობას ინარჩუნებს.“

„რუტინა? დიახ, ეს გარდაუვალია, ვინაიდან ამის გარეშე ფეხბურთელის კარიერა ვერ აეწყობა. მე ვფიქრობ, რომ ვარჯიშებზე დატვირთვის მიღების შემდეგ, განტვირთვა აუცილებელია. ხშირად მოვსულვარ სახლში და ბაღში დამისვენია, ანაც ქალაქის ცენტრში გავსულვარ და მეგობრებთან ერთად ყავა მიმირთმევია. დიახ, ქალაქში ხშირად ვმოძრაობ და ქომაგებსაც ვესაუბრები.“

„გოლი „ნაპოლის“ წინააღმდეგ? ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რომელმაც ჩვენ დიდი მუხტი მოგვცა. მადლობა კამავინგას, მაშინ ფრანგის როლი მართლაც ძალიან დიდი გახლდათ.“

„ეს იყო ჩემი პირველი საპასუხისმგებლო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ევროსარბიელზე შესანიშნავად გამოდის. ასეთი დაპირისპირებები ყოველთვის მახსენდება და დიდ გამოცდილებას მძენს.“

„ინდივიდუალური თვალსაზრისით წარმატებული თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ აზროვნება არ გაქვს და გუნდურ სულისკვეთებას ვერ იზიარებ, შენ ვერ იქნები წარმატებული ფეხბურთელი და ვერ დაეხმარები გუნდს ტიტულების მოგებაში. ვფიქრობ, კოლექტიური პასუხისმგებლობის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, „რეალში“ კი ამის პრობლემა ნამდვილად არავის აქვს.“

„ყოველთვის უნდა ეცადო, რომ ბევრი ისწავლო, თავიდანა აიცილო შეცდომები და სწორ გზას დაადგე. ფეხბურთელისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ემოციების სწორი მართვა და თანაგუნდელებთან კომუნიკაციის დამყარება. „რეალში“ ადაპტაცია მარტივია, ვერ ვიტყვი, რომ მოთხოვნები დაბალი სტანდარტის არის, მაგრამ ხელშეწყობა იმდენად დიდია, რომ ამის პრობლემა ნამდვილად არ არსებობს.“

„ახალი წლის დადგომასთან ერთად ესპანეთის სუპერთასზე გავემგზავრეთ, სადაც „ატლეტიკოს“ და „ბარსელონას“ სახით ძალიან ძლიერი მეტოქეები დავამარცხეთ და ჩემპიონები გავხდით. ეს იყო ჩემი პირველი ტიტული „ბლანკოსთან“ ერთად, რამაც ძალიან გამაბედნიერა და კიდევ უფრო თავდაჯერებული გამხადა. როდესაც ფინალში „ბარსა“ სოლიდურად დავამარცხეთ, მივხვდი, რომ წელს „„რეალი“ ძალიან ძალიან ძლიერია.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 თებერვალი 2024
  • 2756
  • 4

1

1 თებერვალი 2024 13:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 28
მაქსიმუსი ხარ რა

2

1 თებერვალი 2024 17:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2001
წელს თუ ყველა ასპექტში არ დაპეპლეთ ბარსელონა,ჩათვალე არაფერი გაგიკეთებიათ.😁😁😁😁🤣🤣🤣

3

1 თებერვალი 2024 17:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 407
დონეე ხარ ჯუდ love

4

1 თებერვალი 2024 19:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 74
🤍🤍🤍🤍🤍

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)