ანჩელოტი:,,მოდრიჩი საკუთარ მომავალს თავად გადაწყვეტს"

კარლო ანჩელოტიმ „ხეტაფესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„„ხეტაფეს“ წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და მოგებაზე ვიფიქროთ. ჩვენთვის 3 ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.“

„ლუნინი თუ კეპა? ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება, ამიტომ ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ.“

„ლუკა მოდრიჩმა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. ვფიქრობ, ხორვატის მომავალი მის ხელშია.“

„ადრე 3 შეცვლა იყო, ახლა კი მწვრთნელს 5 მოთამაშის შეცვლა შეუძლია და ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებაა. ამ დროს თამაშში დინამიკის ცვლილებაც არის შესაძლებელი.“

„ვინისიუსთან ცალკე საუბარი არ მქონია, მე მას სხვა ფეხბურთელებთან ერთად ვესაუბრები და რჩევებს ვაძლევ. მოტივაცია და შემართება, რომელიც ბრაზილიელს აქვს დასაფასებელია.“

„ზეწოლა გარდაუვალია. ეს ნებისმიერი მწვრთნელისთვის თანმდევი მოვლენაა და მივიჩნევ, რომ როდესაც ფსიქოლოგიურ წნეხს დაძლევ, შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება.“

„მოდრიჩის გამოცდილება და კვალიფიციურობა არანაირ ეჭვს არ იწვევს, მან „რეალთან“ ერთად 5-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. დიახ, შესაძლოა ის გახურდა, მაგრამ მოედანზე არ შევიდა, მაგრამ ეს კონკრეტული მომენტიდან გამომდინარეობდა და სხვა არაფერი.“

„არდა მხოლოდ 18 წლის არის და მას სათანადო დრო აუცილებლად ექნება. თურქები ახალგაზრდა ფეხბურთელს ძალიან გულშემატკივრობენ და ელიან, რომ მოედანზე ხშირად გამოჩნდება. ეს ბუნებრივია.“

„ბორდალასი კარგი მეგობარია, მასთან არაერთხელ მქონია საუბარი და მივიჩნევ, რომ ხედვები იდენტური გვაქვს.“

„„ხეტაფეს“ უყვარს შეტევა და აგრესიული ფეხბურთის თამაში. არ დაგვავიწყდეს, რომ ბორხა მაიორალს ამ სეზონში უკვე 14 გოლი აქვს გატანილი და საოცარ ფორმაშია.“

„მესმის ჩავის გადაწყვეტილება და პატივს ვცემ ესპანელს. როდესაც ის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, აუცილებლად დავურეკავ და წარმატებებს ვუსურვებ.“

„ქამბექები? „რეალი“ არასდროს ნებდება და რა თქმა უნდა, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის.“ dle 10.1

  • Hala
  • 31 იანვარი 2024
  • 2435
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)