ტრენტ ალექსანდრ არნოლდი „რეალში“ - კლოპის წასვლის ეფექტი!

ბრიტანული გამოცემების ცნობით, იურგენ კლოპთან ერთად 2024 წლის 30 ივნისის შემდეგ „ლივერპული“ შესაძლოა ტრენტ ალექსანდრ არნოლდმაც დატოვოს...


საყოველთაოდ ცნობილია, რომ ინგლისელი განაპირა მცველი იურგენთან საოცარ ურთიერთობაშია. ტრენტს „ენფილდისკენ“ გზა სწორედ გერმანელმა სპეციალისტმა გაუხსნა, ახლა კი კლოპი თავად მიდის.

ბრიტანელები იუწყებიან, რომ ფლორენტინო პერესი „ლივერპულში“ განვითარებულ მოვლენებს გამადიდებელი შუშით აკვირდება და ტრენტის ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობს.

იან კოუტო და რის ჯეიმში „მერენგების“ რიგებშია არავის დავიწყებია, მაგრამ ყველა ერთხმად აღიარებს, რომ არნოლდი საუკეთესო ვარიანტია და მასში 60-70 მილიონის გადახდაც ღირს.

უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისელს „ლივერპულთან“ ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ მოხდება, ტრენტი მომდევნო ზაფხულს აუცილებლად გაიყიდება, სხვა შემთხვევაში, „ლივერპულს“ 1 წლის შემდეგ მისი გაშვება უფასოდ მოუწევს. dle 10.1

  • Bernabeu
  • 31 იანვარი 2024
  • 1449
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)