ანჩელოტის გუნდებს სეზონის მეორე ნაწილში უფრო უჭირთ

მადრიდის „რეალმა“ მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი შესანიშნავად ჩაატარა და ლა ლიგის პოტენციური ლიდერიც გახლავთ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ კონკურენცია მაინც ძალიან დიდია. ესპანელი ანალიტიკოსები საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ, რომელიც ანჩელოტის გუნდების შედეგებს სეზონის მეორე ნაწილში ეხება...


ყველა შემთხვევაში იტალიელი სპეციალისტის გუნდები პირველ წრეში უფრო მეტ ქულას აგროვებენ, ვიდრე მეორეში, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ნაწილის მიწურულს ხშირად აზრი ეკარგება ბრძოლას და გუნდებს სხვა მიმართულებით აქვთ აქცენტი გადატანილი, რაც ქულების დაგროვებას გარკვეულწილად ხელს უშლის.

კარლიტომ „რეალის“ მწვრთნელობის პირველ ეტაპზე 2013/14 წლებში პირველ წრეში ლა ლიგაში 47 ქულა დააგროვა, მეორე წრეში კი 40.

2014/15 წლების სეზონში კვლავ „რეალში“ პირველ წრეში 48 ქულა, ხოლო მეორეში 44.

ამის შემდეგ იყო „ბაიერნი“, სადაც გუნდმა პირველ წრეში 42, ხოლო მეორეში 40 ქულა დააგროვა.

2018/19 წლების სეზონში კარლიტომ „ნაპოლიში“ იმუშავა, სადაც პირველ წრეში 44 ქულას მოუყარა თავი, ხოლო მეორეში 35 ქულას.

ამის შემდეგ იყო „ევერტონი“, სადაც გუნდმა პირველ წრეში 33, ხოლო მეორეში 26 ქულა დააგროვა.

ანჩელოტი 2021 წელს „ბლანკოსში“ დაბრუნდა და ტრადიციაც გაგრძელდა. „რეალმა“ პირველ წრეში 46 ქულა დააგროვა, ხოლო მეორეში 40.

გასულ სეზონში გუნდმა პირველ წრეში 45 ქულა დააგროვა, ხოლო მეორეში 33. შარშან დაფიქსირდა პირველ და მეორე წრეს შორის რეკორდული სხვაობა, როდესაც გუნდმა ისტორიაში პირველად ანჩელოტის ხელმძღვანელობით 12 ქულიანი სხვაობა აჩვენა.

მადრიდისტები იმედოვნებენ, რომ არასასიამოვნო ტრადიცია არ გაგრძელდება და ანჩელოტის დამოძღვრილები ამ სეზონში მაინც შეცვლიან სტატისტიკას. „რეალს“ პირველი 19 დაპირისპირების შემდეგ 48 ქულა აქვს, მეორე წრეს კი ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან ლა ლიგისთვის კვლავ ბრძოლაში რჩებიან „ჟირონა“, „ბარსელონა“ და მადრიდის „ატლეტიკო“.

ანჩელოტის გუნდებს სეზონის მეორე ნაწილში უფრო უჭირთ

dle 10.1

  • Hala
  • 21 იანვარი 2024
  • 771
  • 2

1

21 იანვარი 2024 12:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
ეს იმის ბრალია რომ გადაწვა იცის ხოლმე ფეხბურთელების და შემადგენლობას არ ცვლის, მაგრამ ამ სეზონში მაგას ვერ ვიტყვით იმიტომ რომ ტრავმების გამო იძულებით ისვენებენ ფეხბურთელები. მე მგონია რომ ამ სეზონში 90 ქულას გადააჭარბებენ და მასე გახდებიან ჩემპიონები

2

21 იანვარი 2024 16:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 141
ეს ყველა დიდ გუნდებში ასეა.ასე რომ უაზრო სტატისტიკაა.
პირველ სეზონში ჩემპიონთა ლიგა იმდენად საინტერესო არ არის (ჯგუფური ეტაპია და მიტომ)
და ასევე თასებზეც არ უწევს თამაში
მერე წრე უფრო დაძაბული და გარდამტეხი ხდება.თან პირველ წრეს დასვენებული ხალხი ყავს მეორეზე კი არა
წელს ლა ლიგა 100% რეალის არის.
სამივე მდევართან ( ჟირონა ატლეტიკო ბარსა) სახლში გვაქვს თამაში
ჩემპიონთა ლიგაზე ამ ეტაპზე გაგვიმართლა და მომდევნოში ზედიზედ თუ არ შეგხვდა 2 გრანდი ადვილად გავალთ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)