ანჩელოტი:„საუკეთესო თერთმეტეული უნდა შევარჩიო, გუნდი დაღლილია“

კარლო ანჩელოტიმ „ალმერიასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ ძალიან დიდი სერიოზულობით ვაპირებთ „ალმერიასთან“ თამაშს. ამ გუნდს ლა ლიგაში კარგად არ მისდის საქმე, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ „ალმერიამ“ ძალიან კარგად ითამაშა „ჟირონასთან“, „ბარსელონასთან“ და „ატლეტიკოსთან“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლიდერებთან ეს გუნდი მოტივირებულია.“

„ის, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება ჩემს ყურადღებას არ იმსახურებს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ „ლა კოპას“ გამოვეთიშეთ, მაგრამ ჩვენ წინ ვიყურებით და ვაცნობიერებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის და ლა ლიგის სახით დიდი გამოწვევა გვაქვს.“

„ორელიან ჩუამენი კარგ ფორმაშია. სუპერთასის ფინალში მან უნაკლოდ იასპარეზა. ფრანგზე დიდ იმედებს ვამყარებ.“

„დერბიში რამდენიმე შეცდომა დავუშვით, თუმცა ეს მეტწილად დაღლილობის ბრალია. გუნდს სუპერთასის შემდეგ ენერგიის აღდგენის საშუალება არ ჰქონდა და ამას ვერსაც გავექცეოდით. საერთო ჯამში „ატლეტიკოსთან“ ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ სიმეონეს გუნდმა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.“

„ნეგრეირას საქმე კვლავ გამოძიების პროცესშია, ამ ეტაპზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე ვენდობი ინსტიტუციებს და არ მსურს აზრის შეცვლა.“

„ვინისიუსთან პირისპირ საუბარი არ მქონია, მე მას ბოლოს ერთ-ერთზე „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ ველაპარაკე.“

„„ალმერიასთან“ საუკეთესო თერთმეტეულს გამოვიყვან მოედანზე. როტაცია გამორიცხული არ არის. ვინც ბოლომდე მზად არა არის, აუცილებლად დარჩება სათადარიგო სკამზე. ჩვენ გვჭირდება მეტი ენერგია.“

„უშეცდომო მეკარეები არ არსებობენ, მათ შორის არც ლუნინი და კეპა. შეცდომა ყველას დაუშვია და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.“

„სანტიაგო ბერბანებეუზე შეკრებილი გულშემატკივარი ყოველთვის დიდ მხარდაჭერას გვიცხადებს, რაც მეტად ძლიერს გვხდის. ჩვენ გვჯერა, რომ „ალმერიასთან“ მატჩში საშინაო არენას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.“

„ლუკა მოდრიჩის წასვლა? თუ მას წასვლა სურს, რა თქმა უნდა გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, მაგრამ მან იცის, რომ ძალიან დიდ ავტორიტეტს ფლობს.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 იანვარი 2024
  • 3060
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (244)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)