სიმეონე:„ვინისიუსი თავხედია“

დიეგო სიმეონემ მადრიდის „რეალთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებსაც შეეხო...


„თუ ანჩელოტის გუნდის დამარცხება გსურს, ძალიან ბევრი უნდა იმოძრაო და შენი ფეხბურთი შესთავაზო მეტოქეს. ამ საღამოს „ატლეტიკოს“ ყველა ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და შედეგიც სახეზეა. მიხარია, რომ „ლა კოპას“ მომდევნო ეტაპის საგზური მოვიპოვეთ.“

„შურისძიება? ეს არაფერშუაშია, ჩვენ უბრალოდ გვსურდა, „ბლანკოსის“ დამარცხება და სამეფო თასზე ბრძოლის გაგრძელება.“

„ვინისიუსი თავხედია, მის სიუზრდელეს ხშირად საზღვარი არ აქვს და ეს საქციელი ვერასდროს იქნება მოსაწონი. მესმის ფეხბურთი და ემოციები, რადგან მეც ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ ბრაზილიელის კარიერისთვის მსგავსი ქმედებები ვერანაირად ვერ იქნება შედეგის მომტანი.“

„ანჩელოტი? ის რა თქმა უნდა, დიდი პროფესიონალია და წარმატებებს ვუსურვებ. მატჩის შემდეგ ერთმანეთს გადავეხვიეთ და გავესაუბრეთ.“

„„ატლეტიკო“ ყველა ტურნირზე ბოლომდე იბრძოლებს, ჩვენ გვაქვს რესურსი, რომელიც სწორად უნდა გამოვიყენოთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 იანვარი 2024
  • 9122
  • 5

1

19 იანვარი 2024 13:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1849
Maqsimum kopa moigo da shegargos

2

19 იანვარი 2024 15:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 12
შენც არ ხარ მთლად გაზრდილი ჩოლო რა...

3

19 იანვარი 2024 17:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 534
ყველა ასპექტში დაიჩაგრეთ რა მოწოდების სიმაღლეზე იდექით. ძირითად დროში ორივე გატანილი გოლი რეალის დაცვის და მეკარის კისერზეა. არცერთის წინაპირობა არ არსებობდა, უბრალოდ გაგიმართლად. რომ არა გადატვირთული გრაფიკი რეალისა ძირითად დროშივე წააგებდით. ამიტომ შეირგე და ჩაიგდე ენა მუცელში.

4

19 იანვარი 2024 19:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
შე არასწორო, მთელ იუვეს რო დასდევდი ამოგდებული ეგ დაგავიწყდა? ვის სითავხედეზე და უზრდელობაზე ლაპარაკობ? რაც ხდება პროფესიონალებს შორის მოედანზე რო რჩება ეგ წესი დაგავიწყდა?

5

21 იანვარი 2024 01:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 97
ციტატა: Tato.RM
ყველა ასპექტში დაიჩაგრეთ რა მოწოდების სიმაღლეზე იდექით. ძირითად დროში ორივე გატანილი გოლი რეალის დაცვის და მეკარის კისერზეა. არცერთის წინაპირობა არ არსებობდა, უბრალოდ გაგიმართლად. რომ არა გადატვირთული გრაფიკი რეალისა ძირითად დროშივე წააგებდით. ამიტომ შეირგე და ჩაიგდე ენა მუცელში.

ძაან გაუმართლათ გადატვირთულები იყვნენ🤦🤣🤣

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (235)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)