ანჩელოტი:,,მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ"

კარლო ანჩელოტიმ „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„„ატლეტიკოსთან“ სუპერთასის დაპირისპირებაში ყველამ კარგად ვნახეთ, რომ ჩვენი შანსები თანაბარია. ეს გუნდი „ლა კოპაზე“ კიდევ უფრო დიდი მოტივაციით ითამაშებს. ურთულეს დაპირისპირებას ველი, მაგრამ განწყობა ოპტიმისტურია და რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს.“

„როდრიგომ დაბალი ინტენსივობით ივარჯიშა, მას კიდევ სჭირდებოდა დასვენება, მაგრამ დრო არ იცდის. ბრაზილიელი განაცხადში იქნება, მისი მოედანზე გაყვანის საკითხს კი მატჩის წინ გადავწყვეტ.“

„ვეცდებით, დაღლილობისა და მოგზაურაობის გათვალისწინებით, საუკეთესო თერთმეტეული ავირჩიო და „ატლეტიკოსთან“ ძლიერი გუნდი გავიყვანო მოედანზე.“

„ტრავმები რა თქმა უნდა ისევ პრობლემაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებულ რესურსს სათანადოდ ვიყენებთ.“

„ბრაჰიმ დიასმა „მილანში“ სრულყოფილება შეიძინა, ის ძალიან მომწონს. დიასი კარგია, როგორც მოკლე სივრცეში თამაში დროს, ასევე კარგად იაზრებს გუნდურ სულისკვეთებას, მას ტაქტიკურად არაფერი დაეწუნება და კოლექტივს დახმარებას უწევს.“

„როდესაც თამაში „ლა კოპაზე“, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლოა 90 წუთი საკმარისი არ იყოს, სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს.“

„ფედერიკო ვალვერდე არასდროს იხევს უკან, მას მუდმივად თამაში სურს. ურუგვაელის გამოყენებას ვაპირებ.“

„ვფიქრობ, „ატლეტიკო“ „კოპა დელ რეი“-ს ერთ-ერთი ფავორიტია და ეს დაპირისპირება კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე საუდის არაბეთში იყო.“

„ვინისიუსს დიდი ხანი გაუცდა და სასურველ ფორმას ეტაპობრივად უბრუნდება. მივიჩნევ, რომ ბრაზილიელი კიდევ მოუმატებს და ისევ ისეთ მწვავე ფეხბურთს ითამაშებს, როგორც ტრავმამდე თამაშობდა.“

„ჩავის აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავი გაართვას. ის კარგი სპეციალისტია და ჩემს პატივისცემას იმსახურებს.“

„მოტივირებული გარემო, ძლიერი გუნდური სულისკვეთება და კარგი თამაში. სწორედ ეს არის გუნდის წარმატების საიდუმლო. უკვე 20 თამაშზე მეტი არ წაგვიგია, ამას კი დიდი ძალისხმევა სჭირდება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ სერია არ შეწყდეს და წარმატებამდე ეტაპ-ეტაპ ვიაროთ.“

„თუ დანი კარვახალს ფიზიკური პრობლემები არ აქვს, საკუთარ პოზიციაზე უალტერნატივოდ თამაშობს. 2013 წლიდან მოყოლებული „ბლანკოსს“ მისი სახით ბრწყინვალე მოთამაშე ჰყავს, რომელმაც უდიდესი გამოცდილებას მიიღო და გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოუყალიბდა.“

„სიმეონე? თუ მას „რეალი“ ფავორიტი ჰგონია, რა თქმა უნდა ვეთანხმები, მაგრამ ეს ზოგადად ჭრილში უნდა ითქვას, ვინაიდან „ლა კოპაზე“ შანსები თანაბარია.“

„ფერლან მენდი კარგ ფიზიკურ კონდიციაშია, ის ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს. ფრანგი დიდ დატვირთვებს უძლებს და გუნდისთვის საჭირო მოთამაშეა.“

„დარწმუნებული ვარ, ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ და დადგება დრო, როდესაც გუნდი წააგებს, მაგრამ მსურს, რომ ეს ძალიან გვიან მოხდეს. ახლა მხოლოდ მოგებაზე ვართ ორიენტირებულები.“ dle 10.1

  • Hala
  • 17 იანვარი 2024
  • 1619
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)