დერბიში ცვლილებებს ელოდებიან

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გარკვეული ცვლილებებით ითამაშებს.


გუნდი გადაღლილია, 2 მომქანცველი მატჩის ჩატარებისა და 6 საატზე მეტი ფრენის შემდეგ, ფეხბურთელებს ენერგიის აღდგენა ესაჭიროებათ.

„ლა კოპას“ დერბიმდე ცოტა დროა დარჩენილი, ანჩელოტი კი აცნობიერებს, რომ გუნდი ბოლომდე დასვენებული არ არის, სწორედ ამიტომ, გარკვეული ცვლილებები გარდაუვალი იქნება.

„მარკას“ ინფორმაციით, სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდება ედუარდო კამავინგა, რომელსაც სუპერთასზე სრულფასოვანი დატვირთვა არ მიუღია. ასევე განიხილება ბრაჰიმ დიასის სასტარტოში დაბრუნებაც, რომელსაც სუპერთასზე ასევე მცირე დრო ჰქონდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „როხიბლანკოს“ წინააღმდეგ მატჩში სკამზე დარჩებიან ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი და მათი მატჩში ჩართვა მეორე ნახევარში, საჭიროების შემთხვევაში მოხდება.

ანჩელოტი ასევე ითვალისწინებს, რომ „ლა კოპას“ დაპირისპირება შესაძლოა 120 წუთიანიც გამოდგეს, სწორედ ამიტომ გათვლების გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. dle 10.1

  • Bernabeu
  • 17 იანვარი 2024
  • 1040
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)