ანჩელოტი და პერესი „რეალის“ ფეხბურთელის გაშვებაზე ვერ თანხმდებიან!

ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი 2024 წლის ზაფხულში გასაშვებ ფეხბურთელებზე უკვე ფიქრობს, კარლო ანჩელოტის კი განსხვავებული მოსაზრებები აქვს.


იტალიელ სპეციალისტს ძალიან მოსწონს ფერლან მენდი და მიიჩნევს, რომ ფრანგმა გუნდი არ უნდა დატოვოს. მეტიც, კარლიტოს აზრით, ფერლანი გუნდთან ახალ კონტრაქტს იმსახურებს.

თავის მხრივ, ფლორენტინო პერესს განსხვავებული მოსაზრება აქვს და მიიჩნევს, რომ გუნდის მარცხენა ფლანგი ალფონსო დეივისმა უნდა გააძლიეროს. ამ მიდგომას ანჩელოტი არაფერს უწუნებს, თუმცა მიიჩნევს, რომ დეივისის ტრანსფერის შემთხვევაშიც მენდი გუნდში უნდა დარჩეს.

ანჩელოტი ნდობას კარგავს ფრან გარსიას მიმართ, რომელსაც საკმაოდ არასტაბილური სეზონი აქვს. უხეშად რომ ვთქვათ, დღევანდელი ფრანი „რაიო ვალეკანოში“ მოთამაშე ფრანისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

კარლოს აზრით, გუნდი გარსიამ უნდა დატოვოს და არა მენდიმ, პერესს კი განსხვავებული ხედვა აქვს. dle 10.1

  • Bernabeu
  • 17 იანვარი 2024
  • 2284
  • 2

1

17 იანვარი 2024 12:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 90
fran garsia ijarit unda gaushvan magalitad dortmundshi an leverkuzenshi perspektiulia dzaan

2

17 იანვარი 2024 14:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4901
უნიჭოა გარსია, ჩიგრინსკის პონტია ზუსტად ბარსას რო ყავდა შეტენილი.
სწორია კარლიტო, მენდიც არაა მთლად რეალის დონის, შეტევაში ეგეც უნიჭია მაგრამ გარსიას ყველა აჯობებს და კაი ზამენაც იქნება

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)