ნაჩო:„„ბარსელონა“ ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩემპიონები ჩვენ უნდა გავხდეთ“

ნაჩო ფერნანდესმა „ბარსელონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.


„მადრიდის „რეალთან“ ერთად არაერთი ტიტული მაქვს მოგებული, მაგრამ კაპიტნის რანგში ეს ჩემი პირველი ტიტული იქნება. დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას შევძლებთ.“

„დიახ, წინა სუპერთასზე წავაგეთ, მაგრამ ახლა სიტუაცია განსხვავებულია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად.“

„ზამთრის ბაზარი? ეს ჩემი საქმე არ არის. ტრანსფერებს ხელმძღვანელობა წყვეტს. ჩვენ გვაქვს შესაბამისი რესურსი და ყველა მატჩში სრულფასოვნად ვიხარჯებით.“

„ახალი კონტრაქტი? ამას ხვალვე მოვაწერდი ხელს. არანაირი პრობლემა არ მაქვს და მჯერა, რომ ბედნიერი წუთები კიდევ წინ არის. ამ სეზონში მოედანზე კიდეც ბევრჯერ გამოვჩნდები.“

„მოგებისთვის მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ყურადღება. ჩვენ ვიცით, რომ გამარჯვება შეგვიძლია და ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ.“

„„ბარსელონა“ ძალიან ძლიერი გუნდია და არაჩვეულებრივი მოთამაშეები ჰყავს.“

„რუდიგერი მართლაც ფორმის პიკზეა, მას გუნდში უდიდესი როლი აკისრია და მიხარია, რომ ჩვენთან ერთად არის.“

„არდა გიულერს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ „ბლანკოსის“ ლიდერი გახდება. მას მაღალი ხარისხის ფეხბურთის ჩვენება შეუძლია.“

„კრიშტიანო რონალდუმ საუდის არაბეთის ფეხბურთი კიდევ უფრო პოპულარული გახადა. ამ ქვეყანაში სპორტის აღნიშნულ სახეობაზე დიდი თანხები იხარჯება. პორტუგალიელთან ერთად მრავალი წელი გავატარე, ის სუპერ პროფესიონალია და ყველაფერს კარგს ვუსურვებ.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 13 იანვარი 2024
  • 505
  • 1

1

14 იანვარი 2024 09:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1996
ნაჩიტო შენც ჩაალაგე ბარგი,უკვე დროა.აღარ ხარ იმ ფორმაში და ასაკში,რომ რეალში ითამაშო.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)