ანჩელოტი:„„ბარსელონას“ დამარცხება? ფორმულა მარტივია“

კარლო ანჩელოტიმ „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა...


„გუნდი მოტივირებულია. ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ. 2024 წელს პირველი ტიტულის მოგებასთან ახლოს ვართ და ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.“

„ტონი კროოსს ვერანაირი ხმაური ვერ შეაშინებს, ის სათამაშოდ მზად არის. გულშემატკივართა მხრიდან აგრესიული რეაქცია მოსაწონი ვერ იქნება.“

„დანის არანაირი პრობლემა არ აქვს, ის „ბარსელონასთან“ ითამაშებს.“

„სასტარტო შემადგენლობა უკვე შევარჩიე, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ.“

„ჩავი მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნახევარმცველი იყო. ვფიქრობ, მისი ხედვები ძალიან ჭკვიანურია და წარმატებებს მიაღწევს.“

„მოდრიჩი, კროოსი, ნაჩო და კარვახალი ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მაგალითს წარმოადგენენ.“

„თუ ჩვენ „ბარსელონას“ დამარცხება გვსურს, ფორმულა მარტივია. საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.“

„თუ ვერ გავიმარჯვებთ, რა თქმა უნდა დამწუხრებულები ვიქნებით, მაგრამ ეს არ იქნება გადამწყვეტი.“

„კეპა არიზაბალაგა დავიმატეთ, როგორც სასტარტოს მოთამაშე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტრავმა მიიღო და ანდრეი ლუნინმა შესაძლებლობები გამოავლინა, კონკურენცია გაიზარდა. ამ საკითხზე ბევრს არ ვღელავ, შანსი ორივე მოთამაშეს ექნება.“

„ოქტომბრის „ელ კლასიკოს“ შემდეგ ჩემმა გუნდმა ბევრი კომპონენტი გააუმჯობესა. ვიმედოვნებ, ახლა კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით, ვიდრე მაშინ.“

„კატალონიურ გრანდთან დაპირისპირებისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მზადებაა საჭირო, რადგან „ელ კლასიკო“ დიდ ენერგიას მოითხოვს. ასევე დიდი ენერგია დავხარჯეთ „ატლეტიკოსთან“ მატჩში. გამოწვევა ძალიან დიდია.“

„„ელ კლასიკოს“ ფავორიტი არ ჰყავს, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. მატჩში გამარჯვებულის ბედს დეტალები გადაწყვეტს.“

„სუპერთასზე „ბარსელონასთან“ დავმარცხდით, მაგრამ ახლა არა რევანშზე, არამედ ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწერაზე ვფიქრობთ. წლევანდელი გამარჯვებული „რეალი“ უნდა იყოს.“

„ზიდანის სტატისტიკის გაუმჯობესება? ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო და სპეციალისტი დადგა. ზიზუ ძალიან დამეხმარა მაშინ, როდესაც „ბლანკოსის“ მწვრთნელად დავინიშნე. ფრანგი ნამდვილი ლეგენდაა.“

„ჩავიმ თქვა, რომ მოგება უყვარს? გამიკვირდებოდა, რომ ეთქვა მოგება არ მიყვარსო. ამაში მოულოდნელს რას ხედავთ?!“

„აქ მადრიდის „რეალს“ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ვიმედოვნებ, „ელ კლასიკოში“ დიდ მხარდაჭერას ვიგრძნობთ და ფანებთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.“

„ფერლან მენდი? ის ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველია.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 13 იანვარი 2024
  • 2956
  • 8

1

13 იანვარი 2024 13:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 33
მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველია.

ნუ აკნინებ, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მცველია (მინიმუმ მარცხენა)

2

13 იანვარი 2024 13:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 407
რა მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველიო პაპა დაბერდა და და**ვდაო ეგრეა მგონი🤣

3

13 იანვარი 2024 15:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9057
ვინი 100% ით სკამზე უნდა დასვას თორე არაუხო მარტივად დაკეტვა. ჯობიაო მეორე ტაიმში 60 წუთის მერე შემოიყვანოს

4

13 იანვარი 2024 16:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2641
ამის თქმას საერთოდ არაფერი გეთქვა შე კაცო! .......ფერლან მენდი? ის ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველია!!! იღადავა თუ ეს მართლა გონია?

5

13 იანვარი 2024 16:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 141
თქვენ რა პასუხს გაცემდით მაგ კითხვაზე მაინტერესებს(მენდის ვგულისხმობ)?
წინ ფინალია და ისედაც როგორი შემადგენლობაც გყავს იმით უნდა იამაყო და დიახაც საუკეთესო ვარიანტი უნდა გამოიყვანო მისგან და არანმარტო მენდი.რეალის ყველა ფეხბურთელზე ასე იფიქრებს კარლო

6

13 იანვარი 2024 18:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2641
ციტატა: Raul bravo
თქვენ რა პასუხს გაცემდით მაგ კითხვაზე მაინტერესებს(მენდის ვგულისხმობ)?
წინ ფინალია და ისედაც როგორი შემადგენლობაც გყავს იმით უნდა იამაყო და დიახაც საუკეთესო ვარიანტი უნდა გამოიყვანო მისგან და არანმარტო მენდი.რეალის ყველა ფეხბურთელზე ასე იფიქრებს კარლო

ისეთი რამე უნდა ეთქვა რაც მოტივაციას შემატებდა და შეეცდებოდა უკეთესად ეთამაშა, იმიტომ რომ ჩათვლიდა დასამტკიცებელი აქვს ბევრი რამ! ამ გამცხადებით კიდე შეიძლება თავშიც აუვარდეს და იფიქროს ცუდად თუ ვითამაშე მაინც არაფერს მეტყვიან, რადგან მსოფლიოს საუკეთესო ფლანგის მცველი ვარ.

7

13 იანვარი 2024 18:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 141
კარლოს არ უთქვამს მსოფლიოში საუკეთესო არისო.ჩემთვის საუკეთესო მცველი არისო
აბა არ ვარგა და არ მეიმედება მისიო ამას ხომ არ იტყვის

8

13 იანვარი 2024 18:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 803
იმედია კარლო არ ჩაჯდება როგორც იცის ხოლმე კლასიკოს თამაში და შემტევს ათამაშებს გუნდს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მომენტები ყველაფერი უნდა ჩადონ ამ თამაშში დალშე მერე ალმერიასთან გვიწევს და დაასვენოს ასე თუ ისე კამანდა რესურსი არის

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)