კარვახალი:„„რეალის“ გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია“

დანი კარვახალმა „ატლეტიკოსთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...


„ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ და საუკეთესო ფეხბურთელად დავსახელდი. ამ ფორმაციაში თავს კომფორტულად ვგრძნობდი და შეტევაში ხშირად ვერთვებოდი. ვიცოდი, რომ გამარჯვება „რეალს“ უნდა დარჩენოდა, სწორედ ამიტომ არცერთი წამით არ დავნებებულვარ. გოლი გავიტანე, ასევე საგოლე გადაცემა მივითვალე, რაც ჩემთვის რა თქმა უნდა სასიამოვნო იყო.“

„ყველა ფეხბურთელი ეფექტური იყო. როგორც სასტარტოდან, ასევე შეცვლაზეც. მიხარია, რომ თანაგუნდელებმა სადაბადებისდღეო საჩუქარი გამიკეთეს და ფინალის საგზური ჩვენ დაგვრჩა.“

„მე მქონია, როგორც აღმავლობის პერიოდი, ასევე ვარდნა, მაგრამ არასდროს დამიკარგავს რწმენა და იმედი. ამისთვის დიდი მადლობა როგორც თანაგუნდელებს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა.“

„ჩემთვის „ბლანკოსი“ ყველაფერია. ამ გუნდის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია და „რეალისთვის“ ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები.“ dle 10.1

  • Hala
  • 11 იანვარი 2024
  • 608
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)