ანჩელოტი:„„ბარსელონა“ ბრძოლიდან არ გათიშულა“

კარლო ანჩელოტიმ „არანდინასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„არდა გიულერი მოედანს დაუბრუნდა და დიდი მუხტი მიიღო. ეს არის უმთავრესი, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს. მერწმუნეთ, თურქ ფეხბურთელს დიდი ხარისხი აქვს და ამას კიდევ ბევრჯერ დაამტკიცებს, ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.“

„ბრაჰიმ დიასი პასების კომპონენტში მოიკოჭლებდა და პრობლემები ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა და ასევე ერთი გოლის შექმნა შეძლო. საბოლოო ჯამში მან პროდუქტიულად იასპარეზა.“

„ედუ კამავინგამ ზურგში დარტყმა მიიღო, მაგრამ ყველაფერი კარგად არის, მას პრობლემები არ ექნება.“

„ორელიან ჩუამენი ნახევარმცველია და მცველად უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში ითამაშებს. ჩვენ დაგვიბრუნდა ნაჩო, ასევე გვყავს რუდიგერი, სწორედ ამიტომ , ესპანეთის სუპერთასზე პრობლემები არ გვექნება.“

„ფერლანი ბრუნდება, ის საუდის არაბეთში გუნდთან ერთად გაემგზავრება და თამაშსაც შეძლებს.“

„ლა ლიგაში ლიდერები ვართ, თუმცა „ჟირონას“, „ბარსელონას“ და „ატლეტიკოს“ სახით დიდი კონკურენტები გვყავს. დიახ, ჩავის გუნდს კრიტიკა დაატყდა თავს, თუმცა ამ გუნდს ყველა ტიტულის მოგება შეუძლია. „ბარსელონა“ ბრძოლაშია, ასე რომ სიფრთხილე გვმართებს.“

„ტიბო კურტუამ მწვანე მინდორზე ვარჯიში დაიწყო, ეს წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ არავითარი სიჩქარე. ჩვენ ყველაფერს გეგმის მიხედვით წარვმართავთ, იგივეს თქმა შემიძლია ედერ მილიტაოზეც.“

„კეპასა და ლუნინს შორის არჩევანი ჯერ კიდევ არ გამიკეთებია. ვნახოთ, ვინ ითამაშებს სუპერთასზე.“

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო კარილიოს, ვინისიუს ტობიასის, ნიკო ფასის და მარიო მარტინის გამოსვლა. ახალგაზრდებმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 7 იანვარი 2024
  • 1422
  • 4

1

7 იანვარი 2024 14:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
პაპა, ამ წელს ეგ გუნდი არაა და კლასიკოებში გვასიამოვნე რა. სუპერთასზეც კლასიკო მინდა და კოპაზეც 😎

2

7 იანვარი 2024 15:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1182
ციტატა: Batumski
პაპა, ამ წელს ეგ გუნდი არაა და კლასიკოებში გვასიამოვნე რა. სუპერთასზეც კლასიკო მინდა და კოპაზეც 😎

რაც მესიმ გასიამოვნათ არ გეყოთ თუ დაგავიწყდათ?

3

7 იანვარი 2024 16:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2113
ციტატა: nika 54
ციტატა: Batumski
პაპა, ამ წელს ეგ გუნდი არაა და კლასიკოებში გვასიამოვნე რა. სუპერთასზეც კლასიკო მინდა და კოპაზეც 😎

რაც მესიმ გასიამოვნათ არ გეყოთ თუ დაგავიწყდათ?

უნდა დააბრუნოთ ლეო სასწრაფოდ🤣🤣🤣

4

7 იანვარი 2024 18:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 276
ციტატა: nika 54
ციტატა: Batumski
პაპა, ამ წელს ეგ გუნდი არაა და კლასიკოებში გვასიამოვნე რა. სუპერთასზეც კლასიკო მინდა და კოპაზეც 😎

რაც მესიმ გასიამოვნათ არ გეყოთ თუ დაგავიწყდათ?

იიიი, მელე? ჰააა ეხა თორე მოვა ბელინგემი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)