ანჩელოტი:„არ ვიცი, როგორ ვერ გაიტანა ბრაჰიმ დიასმა“

კარლო ანჩელოტიმ „მალიორკას“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„საკმაოდ რთული მატჩი გამოდგა და ამას ველოდით კიდეც, მაგრამ საშინაო არენაზე ვთამაშობდით და ზეწოლა აუცილებლად უნდა გაგვეძლიერებინა. ჩვენ გამარჯვება შეგვეძლო და ასეც მოხდა. აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ, რაც სიმშვიდეს საფუძველს მოგვცემს. ახლა დაველოდებით მოწინააღმდეგების შედეგებს.“

„არდა გიულერისთვის შანსის მიცემას ვაპირებდი, მაგრამ განვითარებულმა მოვლენებმა ამის საშუალება არ მომცა. ეს არაფერს ნიშნავს, თურქი ფეხბურთელის დებიუტი სულ მალე შედგება.“

„დაცვაში პრობლემები გვაქვს, თუმცა ორელიან ჩუამენიმ უჩვეულო პოზიციაზე კარგად იასპარეზა და გუნდის უკანა ხაზი საიმედო იყო.“

„აკურატულობა ნამდვილად გვაკლდა, ასევე მოვიკოჭლებდით დამაგვირგვინებელ ფაზაში, მაგრამ საერთო ჯამში მეტი გოლის გატანა შეგვეძლო და გამარჯვება დამსახურებულია.“

„„მალიორკამ“ განსაკუთრებულად დიდი ყურადღება მიაქცია დაცვის კომპონენტს, წითლები მთელი ძალით იცავდნენ თავს, რაც სივრცეების მინიმიზებას იწვევდა.“

„რუდიგერის თამაში რა თქმა უნდა აღსანიშნავია. გერმანელი როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა.“

„ვინისიუსის მოედანზე შეშვება და 1 საათით გატარება დაგეგმილი იყო. ამ ეტაპზე ბრაზილიელს მეტი არ შეეძლო, სწორედ ამიტომ შეიცვალა.“

„ჯუდ ბელინგემი ყველა თამაშში გოლს ვერ გაიტანს. გასაგებია, რომ ინგლისელმა ქომაგები მსგავს სცენარს შეაჩვია, თუმცა სულ ასე ვერ მოხდება. ბელინგემი დღეს ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.“

„ჩვენ მხოლოდ 11 გოლი გვაქვს გაშვებული. ვფიქრობ, „ატლეტიკოსთან“ წაგებული მატჩის შემდეგ ბევრი პრობლემის გამოსწორება შევძელით, განსაკუთრებით ამის თქმა დაცვის რგოლზე შეიძლება.“

„არ ვიცი, როგორ ვერ გაიტანა გოლი ბრაჰიმ დიასმა, მაგრამ ფეხბურთში ასეც ხდება ხოლმე.“

„როგორც გითხარით, არდა გიულერი მშვიდად არის. მისი დებიუტი მალე შედგება. ის მხოლოდ 18 წლის გახლავთ, თურქი არის „რეალის“ აწმყო და მომავალი, ასე რომ პრობლემას ვერ ვხედავ.“

„ლუნინი თუ კეპა? კვლავ არ ვიცი, ვნახოთ, რა მოხდება. ახლა დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ მომდევნო მატჩში „ბლანკოსის“ ღირსებას არიზაბალაგა დაიცავს.“

„„არანდინასთან“ დაპირისპირებაში გუნდს ედუარდო კამავინგა და ფერლან მენდის დაუბრუნდებიან. მიხარია, რომ ლაზარეთი იცლება.“

„სამეფო თასის პირველ დაპირისპირებაში დიდი როტაცია იქნება. ბევრ ფეხბურთელს მივცემ დასვენების საშუალებას.“

dle 10.1

  • Hala
  • 4 იანვარი 2024
  • 2810
  • 1

1

4 იანვარი 2024 01:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1355
მეც ეგ მიკვირს კარლო როგრ არ გავიდა ბურთი. იმედია არდას თასზე ათამაშებ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (220)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)