ანჩელოტი:„მოდრიჩის და კროოსის მომავალი მათზეა დამოკიდებული“

კარლო ანჩელოტიმ „მალიორკასთან“ მატჩის წინ 2024 წლის პირველი პრესკონფერენცია გამართა...


„პრესკონფერენციას მნიშვნელოვანი ამბით ვიწყებ, ვინისიუს ჟუნიორი, არდა გიულერი და დანი კარვახალი ჩემს განკარგულებაში არიან, ეს შესანიშნავი ინფორმაციაა.“

„ფერლან მენდი და ედუარდო კამავინგა მალე იქნებიან მზად, ჩვენ მათ „მალიორკასთან“ ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ ამის შემდეგ ხელმისაწვდომები იქნებიან.“

„ახლა ცენტრალური მცველის შეძენაზე არ ვფიქრობთ.“

„მილიტაოსა და ალაბას სახით უდიდესი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რუდიგერის და ნაჩეტეს გამოყენება, ასევე ორელიან ჩუამენის და უკიდურეს შემთხვევაში დანიელ კარვახალსაც შეუძლია ცენტრალური მცველის ფუნქციების შესრულება.“

„კეპა თუ ლუნინი? არჩევანის გაკეთება რთულია, ორივე უმაღლესი დონის მეკარეა.“

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდთან კონტრაქტი გავახანგრძლივე, ეს საკმაოდ მოკლე დროში და მარტივად მოხდა. რატომ? იმიტომ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში დარჩენაზე არ დავფიქრებულვარ.“

„დავასრულებ თუ არა ჩემს სამწვრთნელო კარიერას მადრიდში? ვფიქრობ, ეს ჩემი ბოლო გუნდი იქნება კარიერაში. მადრიდში ბედნიერი ვარ და არ გამოვრიცხავ, გუნდში სხვა სტატუსით დავრჩე.“

„როგორც გითხარით, თამაშსა და თამაშს შორის მომიწევს კეპა არიზაბალაგასა და ანდრეის შორის არჩევანის გაკეთება, ვინაიდან ორივე შესანიშნავ ფორმაშია.“

„მბაპეს ტრანსფერი? ტრადიციულად, ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ.“

„რატომღაც გამეორება მიწევს, მაგრამ უკვე გითხარით, რომ „რეალი“ ცენტრალური მცველის დამატებაზე ზრუნვას იანვარში არ აპირებს.“

„დანიელ კარვახალი „მალიორკასთან“ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს. ვინისიუსი? გადაწყვეტილება არ მიმიღია, თუმცა წუთებს აუცილებლად მიიღებს.“

„არდა ძალიან ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. თურქს ჩვენი გუნდისთვის უდიდესი დახმარების გაწევა შეუძლია. ითამაშებს თუ არა „მალიორკასთან“? თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა, მოედანზე შევიყვან, თუ არა სხვა მატჩს დაველოდები.“

„თუ მოდრიჩს „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, მისი მომავალი მის ხელშია.“

„იგივეს თქმა შემიძლია ნაჩო ფერნანდესსა და ტონი კროოსზე. ამ ფეხბურთელებს სამეფო კლუბში ძალიან დიდ პატივს სცემენ.“

„ბრაზილიის ნაკრების თავკაცობა ნამდვილად დიდი პატივია, მაგრამ არამგონია ისინი 2026 წლამდე დამელოდონ.“

„დასამალი არაფერია. მე მქონდა კონტაქტი ბრაზილიელებთან, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ უმთავრესი პრიორიტეტი „რეალი“ იყო.“ dle 10.1

  • Hala
  • 3 იანვარი 2024
  • 1253
  • 1

1

3 იანვარი 2024 14:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
კარლეტო დაიმატე მცველი რატო ატრაკებთ ტოოო. ამხელა სეზონია წინ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)