ანჩელოტი:„„რეალის“ ყველაზე დიდი ქომაგი ფლორენტინო პერესია“

კარლო ანჩელოტიმ 2023 წლის ბოლო ინტერვიუ ჩაწერა.


„დღეს ძალიან ბედნიერი დღეა, რადგან ვარჯიში ფანებთან ერთად წარიმართა. მიხარია, რომ „რეალში“ ვრჩები და გრძელვადიან პერსპექტივაზეც შემიძლია ფიქრი. ეს დღე ნამდვილად უნდა მოინიშნოს ბედნიერი დღეების კალენდარში.“

„ჩვენ ვმუშაობთ ოჯახურ გარემოში. ეს არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც ყველა სიამოვნებას იღებს. დიახ, ფლორენტინო პერესის როლი ასეთი ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში უპირობოა.“

„ფლორენტინო „რეალის“ პირველი გულშემატკივარია, ის ბავშობიდან ამ კლუბს გულშემატკივრობდა და ათწლეულების მანძილზე ცდილობდა კლუბისთვის სასარგებლო საქმეების კეთებას. ღვაწლი, რომელიც პერესმა „ბლანკოსის“ განვითარებაში შეიტანა უდიდესია.“

„ამ კლუბს უკვე აქვს ფასდაუდებელი წარსული, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ წარმატებულ აწმყოსა და მომავალზე. არაერთი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, რომელიც დიდ პერსპექტივას ფლობს.“

„ჩემპიონთა ლიგის მოგება 4-ჯერ მოვახერხე, 2-ჯერ „რეალში“ და 2-ჯერ „მილანში“, თუმცა მხოლოდ მეხუთეზე ვფიქრობ. მე პროფესიონალი ვარ და წინ ვიყურები.“

„როდესაც ახალი ბერნაბეუ ოფიციალურად გაიხსნება, მე მთავარი მწვრთნელის სავარძელზე ვიჯდები. ეს არის ისტორია, რომელიც იწერება. დიდი მადლობა პერესს ასეთი შანსისთვის.“

„„რეალის“ გულშემატკივრებს 2024 წელს დიდ სიხარულს, ბედნიერებას და წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ გასაბედნიერებლად.“

„დაუვიწყარი მომენტები? ასეთი ბევრია. არასდროს დამავიწყდება სერხიოს გოლი „ატლეტიკოსთან“, ბეილის გოლი ლა კოპას ფინალში, ასევე „პსჟ“-სთან და „სიტისთან“ დაფიქსირებული ანგარიშები და ნამდვილი დრამა.“

„რა განსხვავებაა დღევანდელ და 2013 წლის ანჩელოტის შორის? რა თქმა უნდა, გამოცდილება. ვფიქრობ, მიდგომები არ შემიცვლია, მაგრამ გამოცდილებამ უფრო ძლიერი გამხადა.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 30 დეკემბერი 2023
  • 1278
  • 8

1

30 დეკემბერი 2023 21:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9047
განსაკუთრებით ბენიტესი რო მოიყვანა გუნდში მანდ გამოხატა საოცარი სიყვარული

2

30 დეკემბერი 2023 21:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1147
ციტატა: kontaqti
განსაკუთრებით ბენიტესი რო მოიყვანა გუნდში მანდ გამოხატა საოცარი სიყვარული

არავის არ უყვარს პერესზე მეტად რეალი სწორს ამბობს რა არუნდა თავგადაკლული იყო შენ
-----------------------
რონალდინიო: "ზიდანი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ბრაზილიელები არაფრად ჩაგვთვალა." მესი-კარიერაში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ვთხოვე მაისური, ზიდანს!

3

30 დეკემბერი 2023 22:02

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32725
  • |
  • კომენტარები: 270
ციტატა: kontaqti
განსაკუთრებით ბენიტესი რო მოიყვანა გუნდში მანდ გამოხატა საოცარი სიყვარული


ვანდერლეი ლუშემბურგო აი სრული გაურკვევლობა და მეორე ბენიტესი, რომელმაც დააქცია გუნდი სრული მაგ სიტყვის მნიშვნელობით და იმავე წელს ზიზუმ რეები ქნა
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

4

30 დეკემბერი 2023 22:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2058
ძაან სწორი გადაწყვეტილება იყო ამის დატოვება. ანჩე პროსტა გირჩევ რო ტაკუნები ნუ გაცახცახებს ხოლმე ბარსასთან და ისე ათამაშე გუნდი, როგორც დომინანტი, დანარჩენი კარგი ხარ

5

31 დეკემბერი 2023 00:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1147
ციტატა: Hala
ციტატა: kontaqti
განსაკუთრებით ბენიტესი რო მოიყვანა გუნდში მანდ გამოხატა საოცარი სიყვარული


ვანდერლეი ლუშემბურგო აი სრული გაურკვევლობა და მეორე ბენიტესი, რომელმაც დააქცია გუნდი სრული მაგ სიტყვის მნიშვნელობით და იმავე წელს ზიზუმ რეები ქნა

შეცდომები ყველას მოსდის, ცდა ბედის მონახევრეაო და სინჯა პერესმაც, პერესზე დიდი მადრიდისტა არავინაა
-----------------------
რონალდინიო: "ზიდანი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ბრაზილიელები არაფრად ჩაგვთვალა." მესი-კარიერაში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ვთხოვე მაისური, ზიდანს!

6

31 დეკემბერი 2023 02:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9047
და კიდევ ამდენი წელი ფორვარდი არ აღირსა გუნდს. თუნდაც არც მაშინ ბენზემა სეზონში 5 გოლს რო იტანდა მანდ ხატავდა უზომო სიყვარულს. და კიდევ ერთ ერთი მთავარი ლიგის შემოქმედი რონგააგდო გუნდიდან მარკეტინგის გამო

7

31 დეკემბერი 2023 12:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 406
კარლიტოო იმედია თავს არ გვაგინებინებ ზოგჯერ როგორც იცი ვირზე შეჯდომა wink ... ლეგენდაა კაციაა პაპა

8

31 დეკემბერი 2023 15:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2110
პერესი რომ სულით ტერფამდე მადრიდისტაა,მაგაზე კულეებიც კი არ დავობენ😀მსოფლიოს ნებისმიერი კლუბი ინატრებდა პერესისნაირ პრეზიდენტს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)