ანჩელოტი - მწვრთნელი, რომელიც „რეალის“ ახალ ფორმაცის სრულყოფს!

მადრიდის „რეალში“ ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა კარლო ანჩელოტის მიმართ მაინც ძალიან დიდი ნდობა არსებობს...


იტალიელი სპეციალისტი კლუბის სადარაჯოზე 2026 წლის 30 ივნისამდე დარჩება. რატომ? იმიტომ, რომ მან ახლა ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა სრულყოს პროექტი, რომელიც წლებია მიმდინარეობს.

სწორედ კარლოს სახელს უკავშირდება ედუარდო კამავინგას არნახული პროგრესი, ასევე ვინისიუს ჟუნიორის და როდრიგო გოეშის ტოპ ვარსკვლავებად ჩამოყალიბება. ედერ მილიტაოს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ქცევა, ჯუდ ბელინგემისთვის იდეალური პოზიციის შერჩევა და ასე შემდეგ.

ფლორენტინო პერესის, ასევე კლუბის გენერალური დირექტორის და ბორდის უმრავლესობის აზრით, იტალიელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა.

ახალი კონტრაქტით, იტალიელს მეტი სიმშვიდე მიენიჭება და საკუთარ გეგმებს კიდევ უფრო დიდი შემართებით განახორციელებს.

ანჩელოტის ჩაბარდება ენდრიკ ფელიპეს განვითარების პერსპექტივაც, მბაპეს მიღება მადრიდში, ვინისიუსის და როდრიგოს კიდევ უფრო დახვეწა, ბელინგემის ოქროს ბურთამდე მიყვანა და ასე შემდეგ.

ასევე აღსანიშნავია, რომ კონტრაქტის სრულად შესრულების შემთხვევაში, იტალიელი სპეციალისტი მიგელ მუნიოსის შემდეგ საუკეთესო შედეგებიც მქონე მწვრთნელი იქნება, როგორც ჩატარებული მატჩების, ასევე გამარჯვებების და არაერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის მიმართულებით. dle 10.1

  • Hala
  • 29 დეკემბერი 2023
  • 1008
  • 1

1

29 დეკემბერი 2023 22:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
მაგას არ ვიძახდი სულ?? ახალ რეალს შექმნის და გადააბარებს მერე ხაბის რა 😍😍

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (244)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)