ფლორენტინო პერესი:„„რეალი“ 2024 წელსაც გააგრძელებს წინსვლას“

ფლორენტინო პერესმა მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრებს დამდეგი შობა და ახალი წელი მიულოცა...


„ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრებს დიდი სიხარული მივანიჭოთ და ბევრი ტიტული აღვნიშნოთ. დიახ, ამ ადგილიდან, სადაც მადრიდიზმი სუფევს, მსურს გისურვოთ ყოველივე საუკეთესო დამდეგ შობას.“

„ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ პერიოდში, სადაც სხვადასხვა კონტინენტზე ადამიანებს უჭირთ. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ სოლიდარულები და მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.“

„მადრიდის „რეალი“ საზოგადოებას მსოფლიოს ყველა კუთხეში აერთიანებს, ეს ჩვენი ღირებულებების დიდი დამსახურებაა.“

„სამეფო კლუბს აქვს მრავალწლიანი ციკლი, რომელიც გუნდის ქომაგებს არასდროს დაავიწყდებათ, ჩვენ უკვე ბევრი წელია უამრავი ტიტულის მოგებას ვახერხებთ და გისურვებთ, რომ მომავალშიც ასე იყოს. გილოცავთ შობას, დაე ჯანმრთელობის, ბედნიერების, შრომის, წარმატების და სიკეთის წელი დამდგარიყოს.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 23 დეკემბერი 2023
  • 463
  • 1

1

23 დეკემბერი 2023 20:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
პაპა 2024 წლის ზაფხულში გუნდი უნდა დააყენო უკონკურენტო!!! დევისი, მბაპე, ენდრიკი და 1-2 კაი კლასნი ფუტბალისტი კიდე. აბა შენ იცი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (244)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)