"ვიცი, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ "ბარსას" წინააღმდეგ"

ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრა.


მადრიდის "რეალმა" ტრანსფერებში ძალიან ბევრი ფული დახარჯა და "მალიორკელების" წინააღმდეგ თქვენმა გუნდმა ფრედ ითამაშა. "ბარსამ" კი 0:3 მოიგო. რას გვეტყვით ამის შესახებ?

"მინდა გითხრათ, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელები ძალიან დიდი ხანია ერთად თამაშობენ, ისინი ერთმანეთში კარგად შეთამაშებულები არიან. ისინი დაბადებიდან ერთად თამაშობენ. გავიხსენოთ ძველი დრო, როდესაც კატალონიურ კლუბს რაიკარდი წვრთნიდა, ბარსა 20 წელია ერთი სტილით თამაშობს. ამ გუნდში ბევრი მწვრთნელი შეიცვალა, მაგრამ ამ გუნდში თამაშის სტილი მუდმივია. კატალონიის ბარსელონას წვრთიდა ვან გაალი, კრუიფი, რაიკარდი, ახლა კი მათი მწვრთენი გვარდიოლაა, მინდა გითხრათ, რომ ოთხივე მწვრთნელი ამ გუნდს იმავე სტილით ათამაშებდა. სწორედ ამიტომ თამაშობს "ბარსა" ასე კარგად. ყველა ფეხბურთელმა იცის თუ რა უნდა გააკეთოს."

ფანებს სჯერათ, რომ თქვენი გუნდი იქნება დაცვითი, და არა შემტევი.

"მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ახალი გუნდი ვართ. ამ თამაშით არაფერი არ წყდება. თუ ჩემი გუნდი 1:0 წააგებდა, მე ამ შემთხვევაში გახარებული ვიქნებოდი. (იცინის) ჩემი "რეალი" მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გამოვა, ჩემი გუნდი ლამაზად ითამაშებს. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. ჩვენ მალიორკელების წინააღმდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ, გვქონდა 8 საგოლე მომენტი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ ამ შეცდომებზე ვივარჯიშებთ და ყველაფერს გამოვასწორებთ."

თქვენი გუნდები წარმატებას ყოველთვის აღწევენ.

"დიახ, ჩემი გუნდები ყოველთვის აღწევენ წარმატებას, მე პორტოს, ჩელსის და ინტერის მწვრთნელი ვიყავი, ახლა კი "სამეფო კლუბი" ჩავიბარე. ამ გუნდებთან ერთად ბევრი რამ მოვიგე, იგივეს გავაკეთებ რეალთან ერთად, მე ამისთვის ცოტა დრო მჭირდება, რათა სრული გუნდი ჩამოვაყალიბო. ჩვენ ახალი გუნდი ვართ, კლუბში ახალი ფეხბურთელები არიან, რომლებიც ადაპტაციას გადიან, ეს კი უფრო რთულია. ჩვენ წარმატების მისაღწევად ცოტა დრო დაგვჭირდება."

თქვენი ინტერი ჩემპიონთა ლიგაზე უფრო დამცავ გუნდად გამოიყურებოდა.

"ეს სრული სიცრუეა. ჩემმა გუნდმა ჩელსის დამარცხება შესძლო, ინგლისში ანგარიშით 0:1 გავიმარჯვეთ, მაგრამ შეგვეძლო კიდევ 4 ან 5 გოლი გაგვეტანა. შემდეგ კი ცეესკას 5 გოლი გავუტანეთ და ნახევარ ფინალში გავედით. ბევრი ამბობს, რომ "ბარსა" უსამართლოდ დავამარცხე, მაგრამ ვინც ამას ამბობს, მას არ აქვს ნანახი პირველი თამაში. სადაც ჩემმა ინტერტმა ბარსა 3:1 გაანადგურა. ნოუ კამპზე კი ასეთი თამაში იყო საჭირო, თუ ჩვენ ბარსელონაში გაშლილ და შემტევ ფეხბურთს ვითამაშებდით, მაშინ აუცილებლად დავმარცხდებოდდით. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ მოედანზე 10 ფეხბურთელით ვთამაშობდით. ეს დრო ინტერისთვის ისტორიულია, რადგან ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მოგება შესძლო, გუნდი ამის გააკეთებას 45 წელი ცდილობდა."


თქვენ წინ კატალონიის ბარსელონა გელით, მათზე მოგება ძალიან გაგიჭირდებათ.

"მე კატალონიელების წინააღმდეგ ბევრჯერ ვითამაშე და გამარჯვებაც მოვიპოვე. მე ვიცი, თუ როგორ უნდა ითამაშოს ჩემმა გუნდმა "ბარსას" წინააღმდეგ. ისინი ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ მათ სტილი მოვპაროთ. ჩვენ ჩვენი სტილი გვექნება. ამაზე საუბარი ახლა არ მსურს, იმიტომ, რომ ბარსამდე ბევრი მატჩები გვაქვს ჩასატარებელი. როცა კამპ ნოუზე გავემგზავრეთ, კატალონიელებს უკვე ბარგი ჰქონდათ ჩალაგებული, ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებდნენ. ჩვენ კატალონიაში კარგად მომზადებული გავემგზავრდეთ და წარმატებას მივაღწიეთ. თუ აპირებ ბარსას წინააღმდეგ ისე ითამაშო, როგორიც ისინი თამაშობდენ, მაშინ შენ აუცილებლად წააგებ, მაგრამ თუ გაქვს იდეა, თუ როგორ უნდა დაამარცხო ისინი, მაშინ შენ აუცილებლად მოიგებ."

ჯობია ახლანდელი რეალი მაშინდელ ინტერს?



"სიმართლეს გეტყვით, მაშინდელი ინტერი ნამდვილად ჯობია ახლანდელ რეალს. მე იტალიურ გუნდს 2 წელი ვწვრთნიდი, მქონდა საშუალება ეს გუნდი კარგად მომემზადებინა. ამ გუნდთან ერთად ყველაფერი მოვიგე. "სამეფო კლუბში" კი ძალიან ცოტა დროა რაც ვარ, ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი ვარჯიში. გუნდი ძალიან მონდომებულია და დარწმნუნებული ვარ ამ გუნდთან ერთად გამარჯვებას მივაღწევ. მოვა დრო, და ჩემი "რეალი" არა მხოლოდ ინტერს, არამდენ მსოფლიოს ყველა გუნდს აჯობებს. ამისთვის მე დრო მჭირდება."

როგორ შეძელით ბარსას დამარცხება?

"ჩემმა ფეხბურთელებმა იცოდნენ, თუ როგორ უნდა ეთამაშათ კატალონიელების წინააღმდეგ. პირველ რიგში საჭიროა ძლიერი დაცვის ყოლა, ჩვენ შეტევებშიც ძალიან კარგად ვითამაშეთ და 3 გოლის გატანა მოვახერხეთ. არ უნდა ითამაშო ისე, როგორც ბარსელონა თამაშობს. თუ მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგე, მაშინ გოლს აუცილებლად გაგიტანენ, რადგან იქ მესი, ინიესტა და პედრო არიან. ეს ფეხბურთელები ერთმანეთში ძალიან კარგად არიან შეთამაშებულები."

"საჭიროა ბურთის დაცვიდან მალე გატანა, რადგან შესაძლოა ბურთი ცუდად გააკონტროლო და დაკარგო, ან ცუდი პასი გააკეთო. ამ შემთხვევაში გოლი გაგვივა, ასე რომ ბურთი ყოველთვის მოწინააღმდეგეს ნახევარზე უნდა ვაკონტროლოთ. ფეხბურთელებს ბარსასი არ უნდა ეშინოდეთ, ამით ისინი იძაბებიან და არაკონფორტულად თამაშობენ."

კარგით, გადავიდეთ კრისტიანო რონალდოს თემაზე, რომლის წინააღმდეგ მცველები ძალიან უხეშად თამაშობენ.

"კრისტიანო არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ძალით ეცემა, ამას ბევრი ფეხბურთელი აკეთებს, მაგრამ რონალდო არ არის სიმულიანტი ფეხბურთელი. მას აშკარად უხეშად ეთამაშებიან, არბიტრები კი მას არ იცავენ. კრისტიანო უმაღლესი დონის ფეხბურთელია. მას ჩემზე დასამტკიცებელი არაფერი აქვს, რადან ის ვარჯიშებზე ამტკიცებს თუ რა ფეხბურთელია. მას პასუხის მგებლობის შეგრძნება ყოველთვის აქვს, რაც მე ძალიან მომწონს. მასში ეჭვს არასდროს არ შევიტან, ის მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გადის. ყოველთვის ცდილობს გუნდს დაეხმაროს წარმატების მიღწევაში, ის მებრძოლი ფეხბურთელია. კრისტიანოს თამაშის სტილი ძალიან ლამაზია და მეც ძალიან მომწონს."


რას გვეტყვით კარიმ ბენზემაზე?

"ამ ფეხბურთელს ძალიან ცივი სისხლი აქვს, მე კარიმი უნდა გამოვაფხიზლო და ძველებურ ფორმას უნდა დავუბრუნო, მე მისი მჯერა."

მილანი რობინიოთი და იბრაჰიმოვიჩით ძალიან სახიფათო ჩანს.

"ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით. მილანმა კარგი გუნდის დაყენება შეძლო, რონალდინიო, პატო, რობინიო და იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან, მათი შეჩერება ადვილი საქმე არ იქნება. მილანი მოსაგებად იბრძოლებს, მაგრამ ჩვენ მათ დიდ წინააღმდეგობას გავუწევთ და მათ დამარცხებას ვეცდებით."

რატომ არ გააკეთეთ არაფერი რაულის დასარჩენათ?

"როცა რაული ჩემთან სალაპარაკოდ მოვიდა, მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. მე მისი წასვლა ნამდვილად არ მინდოდა. რაული "ბერნაბეუზე" აუცილებლად დაბრუნდება, მაგრამ არა როგორც ფეხბურთელი." დაასრულა ჟოზე მოურინიომ.

ინფორმაციის წყარო As.com

სტატიის ავტორი Dzebnili dle 10.1

  • Dzebnili
  • 2 სექტემბერი 2010
  • 3562
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)