ანჩელოტი:„იქნება თუ არა იანვარში ტრანსფერი?“

კარლო ანჩელოტიმ „ალავესთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ალავესთან“ დაპირისპირებაში ჩვენი მიზანი კარგი თამაშის ჩვენება და 3 ქულის მოპოვება იქნება.“

„სატრანსფერო ფანჯარა 31 იანვარს იხურება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმარისზე მეტი დრო გვაქვს მოსაფიქრებლად. ვნახოთ, რა მოხდება ჩვენი პოზიციების შეჯერების შემდეგ ალაბას ტრავმასთან დაკავშირებით.“

„ორი უმაღლესი დონის მეკარე გვყავს. ხვალ კეპა არიზაბალაგა ითამაშებს, იანვრიდან კი ვნახოთ, ვინ იქნება სასტარტო მოთამაშე.“

„ის, რასაც ჩვენ ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელის ფონზე ვაკეთებთ, ნამდვილად განსაკუთრებული და ხაზგასასმელია.“

„ჩუამენი ცენტრალური მცველის პოზიციაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ ამის გადაუდებელი შემთხვევა იარსებებს. ორელიანს უყვარს ნახევარდაცვაში თამაში და ეს ნორმალურია. იგივეს თქმა შემიძლია კამავინგაზეც, რომელიც თავს კომფორტულად ნახევარმველად გრძნობს და არა განაპირა მცველად.“

„არც კურტუას, არც მილიტაოს და არც დავიდ ალაბას მულხთან დაკავშირებული პრობლემა არ ჰქონიათ, მაგრამ ფაქტია, რომ უმძიმესი ტრავმები მიიღეს და ჩვენს დახმარებას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებენ.“

„„ლაიფციგი“ არის დინამიური, სწრაფი და არაპროგნოზირებადი გუნდი, სწორედ ამიტომ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში დიდი ძალისხმევის გაღება გვმართებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ გერმანელებმა ჯგუფურ ეტაპზე „სიტის“ დამარცხება შეძლეს.“

„ვისურვებდი, რომ 2024 წელს მსაჯებმა ნაკლები შეცდომა დაუშვან, ვიდრე 2023-ში. იგივეს თქმა შემიძლია VAR სისტემაზე.“

„ენდრიკ ფელიპე აღფრთოვანებული იყოს. მას მთელი გუნდი ელოდება და გვჯერა, რომ დიდი მომავალი ექნება. ფელიპემ სწორედ ის გზა უნდა გიაროს, რაც როდრიგო გოეშმა და ვინისიუს ჟუნიორმა გაიარეს, ისინი დღეს ვარსკვლავები არიან.“

„ტრავმები არის ყველაზე ცუდი რამ, რაც არ ექვემდებარება კონტროლს. ვიმედოვნებ, მილიტაო დაბრუნებას ვადაზე ადრე შეძლებს და კოლექტივს აპრილის თამაშებში დაეხმარება.“

„ჩემი მომავალი? კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს მეწურება. ერთადერთი რაზეც ვფიქრობ ხვალინდელი მატჩი და ბედნიერი შობის გატარებაა.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 დეკემბერი 2023
  • 1430
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (244)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)