ენდრიკი:,,მადრიდი მსოფლიო ვარსკვლავების ადგილია"

ენდრიკ ფელიპემ მადრიდულ გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა...


„კილიან მბაპე „რეალში“? მადრიდი ნამდვილად საუკეთესოების გუნდია. თუ ფრანგი „ბლანკოსში“ ითამაშებს, მე რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები, თუმცა სატრანსფერო პოლიტიკა ხელმძღვანელობის დასაგეგმია. ისტორიის მიხედვით, სამეფო კლუბში ყოველთვის ტოპ ვარსკვლავები თამაშობდნენ.“

„მქონდა შემოთავაზებები პრემიერლიგიდან, იტალიიდან და გერმანიიდან, თუმცა ჩემს წარმომადგენელს ვუთხარი, რომ ჩემი ოცნება მადრიდის „რეალში“ თამაში იყო და სხვა წინადადებები არ მაინტერესებდა.“

„გამიმართლა, რომ „რეალის“ თამაშს დავესწარი და ფლორენტინო პერესს შევხვდი, ეს მართლაც წარმოუდგენელი წუთები იყო. „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გუნდმა ნამდვილი შოუ დადგა.“

„ხუნი კალაფატი ჩემი უფროსი მეგობარია. ის ბრაზილიაში ფაქტობრივად 8-10 კვირაში ერთხელ ჩამოდის და ჩემს სახლში ხშირად ვმართავთ სადილებს. მისი როლი ჩემს კარიერაში ძალიან დიდია. კალფატი ყოველთვის მმატებს თავდაჯერებულობას და მიხსნის, როგორ ვითამაშო მადრიდულ გრანდში.“

„ლონდონის „ჩელსისთან“ ძალიან ახლოს ვიყავი. დიახ, ეს არ არის ჭორები. არაერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ბრაზილიელებს ინგლისის დედაქალაქში ცხოვრება არ მოსწონთ, რადგან იქ მუდმივად წვიმს, თუმცა ჩემთვის ამას პრობლემა არასდროს შეუქმნია. მამა ხშირად მეუბნებოდა, რომ წვიმაში თამაში კიდევ უფრო ეფექტურად გამომდიოდა.“

„არ ავირჩიე „ბარსელონა“, რადგან ჩემი ოცნება „რეალი“ იყო, ხუნის როლი კი გამადრიდელაბაში ძალიან დიდია.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 დეკემბერი 2023
  • 2119
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)