ბუტრაგენიო:„ლიგის 1/8 ფინალში სოლიდური მეტოქე შეგვხვდა“

ემილიო ბუტრაგენიომ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...


„საკმაოდ რთული მეტოქე შეგვხვდა. „ლაიფციგი“ ენერგიული გუნდია, რომელსაც უყვარს შეტევა და სწრაფი თამაში. დარწმუნებული ვარ, ორივე დაპირისპირება ძალიან მიმზიდველი იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასასვლელად.“

„გუნდს კარგი შედეგები აქვს, მაგრამ ტრავმიანობის მხრივ ძალიან მძიმე მომენტი დაგვიდგა. ედერის და კურტუას უმძიმეს ტრავმებს, დავიდ ალაბას დიაგნოზიც დაემატა. ავსტრიელი ფეხბურთელი მთელი სეზონის მანძილზე ვერ შეძლებს თამაშს.“

„1/8 ფინალი ორ რაუნდს მოიცავს, ჩვენთვის დიდი ძალაა მეორე დაპირისპირების საშინაო არენაზე გამართვა. „რეალი“ ბერნაბეუზე ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას და ეჭვი არ მეპარება, ასე იქნება მომავალშიც.“

„სატრანსფერო პოლიტიკაზე ახლა ვერ ვისაუბრებ. ალაბას ტრავმა ახალი მოვლენაა და არ ვიცი, რა საჭიროება დგას გუნდში. სამწვრთნელო შტაბთან აუცილებლად გვექნება კონსულტაციები და ვეცდები, ყველა მიმართულებით მოწოდების სიმაღლეზე ვიდგეთ პრობლემების გადასალახად.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 18 დეკემბერი 2023
  • 1058
  • 1

1

18 დეკემბერი 2023 18:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2001
გაუმართლა რეალს.ლაიფციგს ტანსაცმლიან-ფეხბურთელებიანათ შეჭამენ.🤣🤣🤣🤣🤣

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)