ანჩელოტი:„ის, რაც „რეალში“ ხდება საშინელებაა, სიტყვები არ მყოფნის“

კარლო ანჩელოტიმ „ვილიარეალის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„დავიდ ალაბას სამედიცინო ტესტირება უკვე ჩაუტარდა და საქმე კვლავ ჯვარედი მყესების გაწყვეტასთან. 4 თვეში აღნიშნული დიაგნოზით მესამე ფეხბურთელი დავკარგეთ, ეს არის სრული კატასტროფა და საშინელება. არ ვიცი, რა ვთქვა, ვინაიდან სიტყვები არ არსებობს დავიდის სანუგეშოდ, ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დააკლდება გუნდს.“

„„ატლეტიკოსთან“ და „ბარსელონასთან“ სხვაობა მნიშვნელოვნად გავზარდეთ, ახლა კი „ჟირონას“ შედეგებს უნდა დაველოდოთ.“

„ბელინგემი შესანიშნავი იყო. ჯუდმა არენაზე შეკრებილ პუბლიკას კიდევ ერთი საოცარი საღამო შესთავაზა. მოედნიდან კი იმიტომ გავიყვანე, რომ ემოციებს არ აყოლოდა.“

„გუნდმა ბურთთან ერთად და მის გარეშე ძალიან კარგად ითამაშა. ვაცნობიერებდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ მატჩის მოგება და მიზანი მიღწეულია.“

„მენდის კუნთის დისკომფორტი ჰქონდა, სწორედ ამიტომ, მეორე ტაიმში მოედანზე ფრან გარსია შევუშვი.“

„კარვახალი გამოჯანმრთელდა და „ალავესთან“ თამაში შეუძლია, თუმცა ჩვენ არ გავრისკავთ. ესპანელი გუნდს შობის შემდეგ დაუბრუნდება.“

„ტრანსფერები? არ ვიცი, რა მოხდება იანვარში. გუნდი არანაირ აქტიურობას არ აპირებდა, მაგრამ ამხელა ტრავმიანობის ფონზე, დაცვის ხაზი შესაძლოა გავაძლიეროთ. ამაზე ჯერ არ გვიმსჯელია. უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალურ მცველად ჩუამენიც შესანიშნავია.“

„მილიტაო დაბრუნდება, თუმცა ამ ყველაფერს კიდევ თვეები სჭირდება.“

„იგივეს თქმა შემიძლია ტიბო კურტუაზეც, რომელიც შესანიშნავად გადის აღდგენით პროცესს.“

„ვინისიუსი, კამავინგა და არდა გიულერი შობის შემდეგ დაბრუნდებიან და გუნდის რესურსი მნიშვნელოვნად მოიმატებს.“

„კეპა თუ ლუნინი? ორივე! ვფიქრობ, ძალიან კარგი კარის დარაჯები გვყავს.“

„ბრაჰიმ დიასმა საკუთარი ინდივიდუალიზმი ბრწყინვალედ შეუახამა კოლექტიურ სულისკვეთებას, ის ძალიან ეფექტური შემტევია.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 18 დეკემბერი 2023
  • 5527
  • 3

1

18 დეკემბერი 2023 10:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
სწორს იძახის რა. ის 2 მთელი სეზონი დააკლდა, ალაბა ნახევარ სეზონზე მეტი. მართლა გაწურა რესურსი და საყიდელია იანვარში მცველი

2

18 დეკემბერი 2023 11:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 349
SAMEDICINO SHTABIC GADASAXEDIA AMDENI TRAMVA RA AMBAVIA

3

18 დეკემბერი 2023 23:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1998
ხშირად ათამაშე მერე ბრაჰიმი შე ბებერო მკუანა.😁😁

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (244)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)