ანჩელოტი:„დიდ პრობლემებს ვებრძოლეთ, მაგრამ ძლიერები ვართ“

კარლო ანჩელოტიმ „ვილიარეალთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.


„შობა ახლოვდება, ჩვენ კი გვსურს, რომ ამ თარიღს პირველ ადგილზე შევხვდეთ, სწორედ ამიტომ მაქსიმუმს გავიღებთ წარმატების მისაღწევად. „ვილიარეალის“ სახით ურთულესი მეტოქე გვეყოლება, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ.“

„სასტარტო მეკარეზე გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ არ მსურს, ეს ვინმემ პრესის საშუალებით გაიგოს. ლუნინი ან კეპა ჩემგან გაიგებს სასტარტოშია თუ არა. მიხარია, რომ გუნდში ამხელა კონკურენციაა, ეს ჩვენს ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის.“

„ახალი კონტრაქტი, როგორც საშობაო საჩუქარი? ჩემი საჩუქარი დღევანდელი სტატუსია, რომელიც „რეალის“ მწვრთნელობის საშუალებას მაძლევს. ასევე კარგი საჩუქარი იქნება „ვილიარეალთან“ გამარჯვება.“

„სეზონის პირველ ნაწილში ძალიან სერიოზული პრობლემები შეგვექმნა. დავკარგეთ გუნდის უდავო ვარსკვლავები და ლიდერები, მაგრამ ავითვისეთ რესურსი და სხვა ფეხბურთელებმა შეძლეს ფონს გასვლა. გუნდი ყველგან ბრძოლისუნარიანია. არ ვიცი, რა იქნება მეორე ნახევარში, მაგრამ ველოდები შემადგენლობის უფრო გაძლიერებას და გადამწყვეტი მატჩების მოგებას. ჩვენ ძალიან დიდი პრეტენზიები გვაქვს, ამისთვის კი დიდი ბრძოლა და შემართებაა საჭირო. მწვრთნელი იმისთვის ვარ, რომ სიტუაცია გავაკონტროლო და ყველაფრის გაანალიზება მოვახერხო.“

„ენდრიკი პროგრესირებს. ბრაზილიელთან ბევრი არ მისაუბრია, ის ზაფხულს უნდა დაელოდოს, შემდეგ კი ძალიან საპასუხისმგებლო მომენტი დაიწყება.“

„პენალტები? ადრე ამ მხრივ პრობლემა არ იყო, ვინაიდან ვიცოდით, რომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ბენზემა მიდიოდა, მისი არყოფნის შემთხვევაში კი მოდრიჩი. ახლა სიტუაცია შეცვლილია და კონკრეტული ფიგურა არ გვყავს. ხოსელუ ძალიან კარგად ასრულებს პენალტს, მაგრამ ის მუდმივად არ არის შემადგენლობაში.“

„„რეალთან“ ახალი კონტრაქტი? ყველამ იცის ჩემი პოზიცია მადრიდულ გრანდთან დაკავშირებით. დაველოდოთ რა მოხდება მომავალში.“

„კროოსის დაბრუნება გერმანიის ნაკრებში? თუ ტონი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ბუნდესნაკრებს მსოფლიო დონის ნახევარმცველი ეყოლება.“

„ჩავის კრიტიკა? ვფიქრობ, ის ძალიან კარგი სპეციალისტია, რომელსაც შეუძლია, როგორც „ბარსელონას“ მართვა, ასევე წინსვლის ხელშეწყობა. ჩვენ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომ კრიტიკას ხშირად ვიღებთ, სამართლიანია ეს თუ არა. ჩავის ვურჩევდი, რომ „ბარსელონასთან“ ერთად მშვიდად იმუშავოს.“

„სუპერლიგა? დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაძლოა ეს იყოს სტარტი ფეხბურთში ახალი პროექტის ჩამოყალიბებისთვის.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 16 დეკემბერი 2023
  • 3563
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (244)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)