პერესი:„„რეალი“ ისტორიულ ციკლს გადის, ჩვენ 13 წელიწადში 50 ტიტული მოვიგეთ“

ფლორენტინო პერესმა მედიის წარმომადგენლებთან 2023 წელი შეაჯამა და ძალიან საინტერესო საკითხებზე გაამახვილა ყურადღება...


„ჩვენ დიდი მადრიდული ოჯახი ვართ, რომელიც ყველა კონტინენტზეა გავრცელებული, ამაში კი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მედიას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ჯერ პანდემიის, ხოლო შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქციის გამო ვერ ხერხდებოდა ჩვენი შეხვედრა, მაგრამ ახლა ტრადიცია აღდგენილია და მიხარია, რომ კვლავ ერთად ვართ. ფეხბურთის განვითარებაში მედიას ძალიან დიდი წვლილი შეაქვს, იგივეს თქმა შემიძლია „ბლანკოსის“ 121 წლიან ისტორიაზეც.“

„პანდემიამ ჩვენ გარკვეულწილად დაგვაშორა, მაგრამ ბევრი რამ კვლავ მწყობრში ჩადგა, თუმცა მაშინდელი ეფექტები დღემდე მოგვყვება და ბევრი დეტალის შეცვლას და გამოსწორებას ვცდილობთ, თუმცა ვერასდროს გამოვასწორებთ იმ ადამიანების დანაკლისს, რომლებიც „რეალის“ დიდი ოჯახიდან წავიდნენ. ერთადერთი რაც შეგვიძლია, მათი მუდმივი მოგონებაა.“

„მადრიდის „რეალის“ ისტორიაში ყველაზე წარმატებული ციკლის მოწმენი ვართ. გუნდმა ბოლო 13 წლის განმავლობაში 50 ტიტული მოიგო, როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო დონეზე, მათ შორის არის ჩემპიონთა ლიგის 5 თასი და ევროპის საკალათურთო 3 ტრიუმფი. ეს ყველაზე სწორი პოლიტიკის და უდიდესი შრომის შედეგია, რომელიც კლუბმა გასწია.“

„მინდა აღვნიშნო, რომ სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის არენა დღეს 76 წლის გახდა. ჩვენ დღეს სწორედ ბერნაბეუზე ვიმყოფებით, ამ ისტორიულ ადგილზე, სადაც რეკონსტრუქციის პროცესი დასკვნით ფაზაშია. ახლა ყველაზე ახლოს ვართ „რეალის“ გულშემატკივრების ოცნებების ასრულებასთან, სტადიონის საზეიმო გახსნა მალე გაიმართება, რაც კიდევ უფრო ამაყს გვხდის. ეს პროექტი მომგებიანი იქნება, როგორც ეკონიმიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით. „რეალმა“ უნდა უპასუხოს გამოწვევებს, რომელიც სპორტის ბაზარზე არსებობს, ამისთვის კი ძლიერი ეკონომიკაა საჭირო.“

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვენი ფონდის ნაყოფიერი მუშაობა, რომელიც მილიონნახევარზე მეტი ადამიანის გვერდით დადგა და საჭირო მომენტში დახმარება აღმოუჩინა. 450 სოციალურ-სპორტული სკოლის მეშვეობით უამრავ სამიზნე აუდიტორიაზე გავედით, მონაწილეობა მივიღეთ 1000-ზე მეტ მნიშვნელოვან პროექტში.“

„მსურს, მედიის წარმომადგენლებს მშვიდობიანი 2024 წელი ვუსურვო. საკმაოდ რთულ ეპოქაში ვართ, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალური შედეგები დავაფიქსიროთ ჩვენს საქმიანობაში. სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი წერტილი.“ dle 10.1

  • Hala
  • 14 დეკემბერი 2023
  • 987
  • 2

1

14 დეკემბერი 2023 20:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1849
Udiadesi

2

15 დეკემბერი 2023 01:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 407
ყველა დროის საუკეთესო პრეზიდენტი!! უამრავი მინუსის მიუხედავად.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (244)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)