ანჩელოტი:„ბელინგემს პრობლემა არ აქვს და ითამაშებს“

კარლო ანჩელოტიმ „გრანადასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„დარწმუნებული ვარ, რთული მატჩი გველის. მხოლოდ 2 დღე გვქონდა მოსამზადებლად, მაგრამ მივიჩნევ, რომ გუნდმა ძალები აღიდგინა და 3 ქულისთვის იბრძოლებს.“

„ბელინგემი თავმდაბალი და მეტისმეტად შრომისმოყვარე ფეხბურთელია, ის კიდევ მოუმატებს, თანაც ძალიან.“

„ვალვერდე ფაქტობრივად ფუნდამენტური მოთამაშეა. ვამაყობ, რომ ურუგვაელი ჩემს განკარგულებაშია. მას შეუძლია ცენტრში თამაში, ასევე ჩამშლელად, ფლანგზე და ასე შემდეგ. ფედე მართლაც სრულყოფილებაა.“

„კალენდარი ხშირად ძალიან გაუგებარია, ხანდახან თამაშის დროებით. მაგალითად, 22 დეკემბერს „ალავესთან“ ძალიან გვიან ვთამაშობთ, საკმაოდ სიცივის პირობებში. ბევრი რამის შეცვლა შეიძლებოდა, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერსად წაუვალთ.“

„კეპა არიზაბალაგა სათამაშოდ მზად არის, მაგრამ „გრანადას“ წინააღმდეგ „რეალის“ კარს ლუნინი დაიცავს, არიზაბალაგას კი კიდევ რამდენიმე დღე აქვს იმისთვის, რომ „ბეტისთან“ მატჩისთვის სათანადოდ მომზადება მოახერხოს.“

„ტრავმები სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ახლა თავს ისეთი მოთამაშეები იჩენენ, რომლებსაც სათამაშოდ ბევრი წუთი არ აქვთ. რესურსი არსებობს, რომელსაც სრულად ვიყენებთ.“

„ბელინგემს კოჭის არეში მცირე დისკომფორტი ჰქონდა და ვარჯიში სრულფასოვნად არ ჩაუტარებია, მაგრამ ხვალ გუნდთან ერთად იქნება, მას პრობლემები არ აღენიშნება.“

„როდესაც კლუბიდან წავალ, აუცილებლად დავიბარებ, რომ ყველაფერი გაკეთდეს ბელინგემის ოქროს ბურთისთვის.“

„ენდრიკ ფელიპეს ყველა თამაშს ვაკვირდებით, ის საოცრად სწრაფად პროგრესირებს.“

„„გრანადას“ წინააღმდეგ დიდი ენთუზიაზმი გვმართებს. ლიდერები ვართ და სტატუსი უნდა შევინარჩუნოთ.“

„ნიკო ფასი ძალიან კარგი მოთამაშეა და შანსს იმსახურებს, ის მოედანზე კიდევ ბევრჯერ გამოჩნდება. ახალგაზრდებს დიდ პერსპექტივას ვუწინასწარმეტყველებ.“

„თავს ბედნიერად ვგრძნობ, რადგან მადრიდის „რეალში“ ჩემს მიმართ დიდ პატივისცემას იჩენენ. სიყვარული ყველგან საგრძნობია, როგორც ბაზაზე, ასევე ქუჩებში.“

„ბელინგემი გარკვეული თვისებებით რიკარდო კაკას ჰგავს. მახსოვს, როდესაც ბრაზილიელი პირველდ ვნახე, აღფრთოვანებული ვიყავი. ასეა ჯუდის შემთხვევაშიც.“

„კროოსი დონეს არ კარგავს, ის მოწოდების სიმაღლეზე დგას. ვიმედოვნებ, გერმანელი ფეხბურთელი სამეფო კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.“

„ბელინგემის პირდაპირი მოვალეობა გოლების გატანა არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ კარგი ფინიშერია. არ გამოვრიცხავ, ჯუდმა სეზონის ბოლოს 30 გოლი დააგროვოს.“

„ტრანსფერები? არ ვიცი, ამაზე საუბარი არ შემიძლია, ახლა არსებულ რესურსზე ვფიქრობ.“

„რუდიგერმა შესაძლოა დაისვენოს, ის საოცარ დატვირთვებს უძლებს და კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი კლასი.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 დეკემბერი 2023
  • 2818
  • 6

1

1 დეკემბერი 2023 23:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 233
Prosta rato ginsat ances casvla ver gvdebi nanatri liga mogvsgebina icis mushaoba axalfazrdebrsn da kvelastan papa cadi amis erti danashauli aris igeb tamas da kide cueav kai es vicit zidani mocape mascavlebeli anche gsaxia bsvarias burti tsvze zisanma zidanmac icis amochemdba da amsnsn ai klopi martla dauxatsvda rwaks klopus sisxli da tavsarebulova zianmsc icoda chaola shishit barselibsstan fadioda ai kloi sxva arc gadis shishit ar gasula arc sitistsn arc celsistsn arc msnchesteratn

2

2 დეკემბერი 2023 00:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
დადებს ტიტულს და დარჩება პაპა.

3

2 დეკემბერი 2023 01:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 233
Ronaldu ar ksvda dado kide liga? Da anche cavideso haime

4

2 დეკემბერი 2023 04:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 317
კომენტარებს ვინ შლის? საერთოდ ცუდი არაფერი დამიწერია,ეს რა ზრდილობაა

5

2 დეკემბერი 2023 10:56

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32766
  • |
  • კომენტარები: 270
ციტატა: profe
კომენტარებს ვინ შლის? საერთოდ ცუდი არაფერი დამიწერია,ეს რა ზრდილობაა



გამარჯობა. კომენტარი წაიშალა რადგან პასუხობდა შეურაცმყოფელ კომენტარს და ისიც ჩანდა.
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

6

2 დეკემბერი 2023 14:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
ანჩე ენდრიკისგან სასწაული უნდა გამოზარდო. მაგრა მევასება ეგ ფეხბურთელი, ისეთებს აკეთებს ბრაზილიაში რომ აი რავიცი რა გიტხრა რა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (244)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)