ბელინგემი:,,ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გამოსწორდა"

ჯუდ ბელინგემმა „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...


„ეს იყო მორიგი საოცარი საღამო, რომელმაც გულშემატკივარს უდიდესი სიამოვნება მიანიჭა. მართალია, პირველ წუთებში გოლი გავუშვით, მაგრამ გონს მალევე მოვეგეთ და ანგარიში გავათანაბრეთ.“

„პირველი ტაიმის მუწურლს საშინელი ტკივილი ვიგრძენი, შესვენების დროს კი ანჩელოტის ვუთხარი, რომ ეს მომენტალური მოვლენა იყო და მოედანზე გასვლა შემეძლო.“

„ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მოედანზე გასვლის ნებართვა მივიღე. ახლა დისკომფორტი არ მაქვს და დარწმუნებული ვარ, მომდევნო მატჩებში მონაწილეობის მიღებას შევძლებ.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 30 ნოემბერი 2023
  • 4396
  • 6

1

30 ნოემბერი 2023 13:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 967
გუშინ ხვიჩამ კარგად ითამაშა? ვერ ვუყურე თამაშს.

2

30 ნოემბერი 2023 13:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
მომენტები ქონდა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო. რასაც ველით და რაც შეუძლია იმის 20% მაქსიმუმ

3

30 ნოემბერი 2023 14:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
ციტატა: Andre1
გუშინ ხვიჩამ კარგად ითამაშა? ვერ ვუყურე თამაშს.

ცუდად ითამაშა. ერთი კარგი პასი გააკეთა რომელსაც გოლი მოჰყვა ისე ბევრ მომენტში ბურთის მიღებაც კი გაუჭირდა

4

30 ნოემბერი 2023 16:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2620
ციტატა: Andre1
გუშინ ხვიჩამ კარგად ითამაშა? ვერ ვუყურე თამაშს.

ძაან ცუდი თამაში ქონდა. მისი ესეთი ცუდი თამაში არ მახსენდება არც ამ სეზონში და არც წინა სეზონში. ქონდა ერთეული მომემტები გუშინ, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. დაცვამ ფეხი არ გაანძრევინა, სულ ფეხზე აჯდა ხან ერთი ხან ორი მცველი. გამწვავებაზე საერთოდ ვერ მიდიოდა. რაც მალე დაივიწყებს ამ თამაშშს მით უკეთესი. არადა სოც ქსელები გუშინ აივსო მისი ქება დიდებით მაინც. თურმე ,,პრეასისტი'' გააკეთა, ეს ახალი ხილი მოიგონეს. და ჯადოქრობა ჩაიდინა პასის დროს. ჯადოქრობა იყო ის რასაც ბელინგემი აკეთებდა მთელი თამაში, არ გაჩერებულა ყველაგან იყო. პროსტა ჩვენია კვარა და მაინც უნდა ვაქოთ? როცა კარგად თამაშობს ყველა აქებს და როცა ცუდათ თამაშობს ეგაც უნდა ითქვას, თვითონ კვარას წაადგება ეგ. და ,,პრეასისტისტის'' გამო ქება დიდება უკვე ზედმეტია!!!

5

30 ნოემბერი 2023 19:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 793
ოცნების სტადიონზე, ოცნების გუნდის წინაამღდეგ, როცა თამაშობ და ყველას თვალთახედვაში ხარ რავი ასე უკან პასებით ვინ უნდა გაკვირვო. გასაგებია, რომ დანის ხან ფედე აზღვევდა, ხან კიდე რუდი, მაგრამ მცდელობა არც ქონია კვარას დიდად. ჰო კიდე ბრაჰიმი, როდრიგო და ბელინგემი 3 და 4 ფეხბურთელს შუა ჩვეულებრივად დაძვრებოდნენ არაფრის კომპლექსი არ აქვთ და შიში, აი ვინიზე საუბარიც ზედმეტია გინდ არაუხო ედგეს გინდ უოლკერი და კიდე სხვები არ გაჩერდება რამდენიც არუნდა აართვან მაინც ნაგლად მოტყუებაზე და გამწვავებაზე წავა 80%ში .მოინდომე რა წაგართვეს წაგართვეს დიდი ამბავი ცადე კიდე ბევრად არ ჯობია ? ვიდრე მთელი თამაში უკან პასები აკეთო. ისე ბრაჰიმ დიასი მგონი ნაპოლის სათრევადაა დაბადებული 😂 წინა სეზონშიც ათრია ტიპები გინდ სერია აში გინდ ლიგაზე.

6

30 ნოემბერი 2023 21:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 137
ფაქტია კარლომ იდეალური ადგილი მოიძებნა ჯუდს.საოცრად ათამაშებს და შედეგიც სახეზეა
ვერ ვხდები რატომ უნდა გაუშვან კარლო!!!
იქით ალონსოს იწერება მაგრამ ჯერ ადრეა მგონია,როცა დაღვინდება მჯერა არასოდეს ეტყვის უარს რეალს როდესაც დაუძახებდა,მანამდე კარლო იყოს ჯობს.კი გვინდა ლამაზი და შემტევი ფეხბურთი მაგრამ ზოგ შემთხვევაში არ გამოდის და უნდა შევეგუოთ
თან ყველა ასაკის მოთამაშესთან და სტატუსის მქონესთან იცის სიტუაციის დალაგება,არც მახსენდება ვინმე ხელი გაშალოს კარლოს გადაწყვეტილებაზე ისეთი ავტორიტეტია
ზიდანის იტყვის ზოგი,იმ დროს სხვა ვარიანტი არ იყო და ზიდანმა კი გაამართლა.თან იმდენად პრინციპული სანამ მის სასურველ ტრანსფერების 99% არ მოაგვარებენ ისე არ დაბრუნდება.კარლომ კი ერთ დაძახებაზე მოვიდა და ისევ შეკრა გუნდი.2 წელიც რომ იყოს კარგი იქნება. ამასობაში ვნახავთ ალონსოს რას იზამს.თან ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს ლევერკუზენში ჩემპიონობას არავინ მოითხოვს,მაქსიმუმ ევროტურნირზე მოხვედრა იყოს.რეალში კი ეგრე არაა,მინიმუმ ერთი ტიტულით უნდა დაასრულოს წელი თორე ისე არაფერი ხარ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)