ანჩელოტი:,,ბელინგემი ყველას აოცებს"

კარლო ანჩელოტიმ „ნაპოლისთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„პირველ წუთებში გოლის გაშვების თავიდან არიდება შეიძლებოდა, მაგრამ გონს მალევე მოვეგეთ და როდრიგომ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, რითიც ანგარიში გათანაბრდა.“

„მოდრიჩის თამაში „გრანადასთან“ საეჭვოა, ისევე როგორც კეპასი. არ არის გამორიცხული, ლა ლიგის მომდევნო ტურში ანალოგიური შემადგენლობა ვიხილოთ.“

„ხოსელუს საბოდიშო არაფერი ჰქონდა, მან გოლის გატანა შეძლო. რატომღაც, ესპანელს გარკვეულ მომენტებში არ გაუმართლა, რამაც მის ემოციებზე იმოქმედა. ყველამ კარგად იცის, რომ ესპანელი დამაგვირგვინებელ ფაზაში შესანიშნავია.“

„როდრიგო გოლების გატანას განაგრძობს. დიახ, ბრაზილიელს ცუდი პერიოდი ჰქონდა, მაგრამ მე მის მიმართ ნდობა არ დამიკარგავს. როგორც ხედავს, გოეში მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს.“

„ის, რასაც ბელინგემი აკეთებს მართლაც საოცარია, მის აქტივში უკვე 15 გოლია. არ მიყვარს სხვადასხვა ეპოქის ფეხბურთელების შედარებები, თუმცა ჯუდი ზიდანს მართლაც ჰგავს, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ბევრი უნდა ირბინო და სივრცეები შეავსო, ადრე ამის საჭიროება არ იდგა.“

„ბელინგემის ტრავმამ შემაშფოთა, პირველი ტაიმის შემდეგ ის ექიმებთან კონსულტაციას გადიოდა. დაკვირვება გაგრძელდება, მაგრამ ინგლისელს მეორე ნახევარში პრობლემა აღარ ჰქონია. ასეთი ტრავმიანობის პირობებში, ჯუდის გამოკლება კატასტროფა იქნებოდა.“

„ვიცით, რომ დაცვაში ბევრი კომპონენტია გასაუმჯობესებელი. „ნაპოლისთან“ დაპირისპირებამ ხარვეზები კიდევ ერთხელ გამოკვეთა. ჩვენ არაერთი მიმართულებით ვიმუშავებთ.“

„იტალიურ კლუბს მეორე ნახევარში ენერგია არ ეყო, ჩვენ კი ფიზიკურად კარგად ვიყავით მზად და სასურველი შედეგი მივიღეთ. ჯგუფური ეტაპის ხუთივე დაპირისპირება მოგებული გვაქვს და 15 ქულას ვფლობთ, რაც ძალიან სასიამოვნოა.“

„ნიკო ფასი მომავლის მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია უდიდესი წარმატების მიღწევა. ის თანმიმდევრულად ვითარდება. აღსანიშნავია, რომ ნიკოს აქვს კარგი დარტყმა, პასი, ხედვა და სისწრაფე. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა კასტილიელი ძალიან წარმატებულ ფეხბურთს ითამაშებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 30 ნოემბერი 2023
  • 5322
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)