დი ლორენცო:„„რეალი“ გრანდიოზული გუნდია“

ვალტერ მაცარისთან ერთად „რეალთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია დი ლორენცო წარსდგა...


„მადრიდის „რეალი“ გრანდიოზული გუნდია, სადაც ნამდვილი ჩემპიონები თამაშობენ. ვიცით, რომ კარლო ანჩელოტის განკარგულებაში რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი არ არის, მაგრამ ვინც მოედანზე გავა, სრულფასოვნად ითამაშებს და ხარისხს მაინც აჩვენებს, ამიტომ ურთულეს დაპირისპირებას ველით. ვიცით, რამდენად რთულია სამეფო კლუბის დამარცხება, თანაც სანტიაგო ბერნებეუზე.“

„ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ, ერთად უნდა შევუტიოთ და დავიცვათ თავი. ვიცით, რომ ბელინგემი და როდრიგო გოეში დიდ პრობლემებს ქმნიან, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა საჭირო.“

„ჯუდი სამეფო კლუბში რამდენიმე თვის წინ გადავიდა და ალბათ არავინ ელოდა ამხელა პროგრესს, თუმცა ფაქტია, რომ დღეს „რეალი“ მის გარეშე წარმოუდგენელია.“

„„ნაპოლის“ ყველა ფეხბურთელი დღევანდელი მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. მაქსიმუმს გავიღებთ აქტივში 3 ქულის ჩასაწერად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სატურნირო თვალსაზრისითაც.“

„ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ და თამაშზე ვკონცენტრირდეთ. დარწმუნებული ვარ, ბერნაბეუზე დიდი სანახაობა იქნება, რომლითაც გულშემატკივარი დიდ სიამოვნებას მიიღებს.“

„სანტიაგო ბერნაბეუ საოცარი სტადიონია. მოხარული ვარ, რომ ამ არენაზე გავალ და ჩემი გუნდის ღირსებას დავიცავ.“ dle 10.1

  • Hala
  • 29 ნოემბერი 2023
  • 709
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)