მაცარი:,,ბერნაბეუზე მოგება დიდ ძალას მოგვცემს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მთელი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობდით იმისთვის, რომ საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს „რეალთან“ დაპირისპირება და რამხელა ისტორია აქვს სამეფო კლუბს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი იდეიის განსახორციელებლად.“

„იმისთვის, რომ ჩვენი მოგზაურობა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული იყოს, დღევანდელი დაპირისპირება უნდა მოვიგოთ. ეს არის ურთულესი ამოცანა, თუმცა შესრულებას ექვემდებარება.“

„გასულ სეზონში „ნაპოლი“ საოცარი იყო, სწორედ ამიტომ მსურს, წლევანდელი გუნდის კავშირი შარშანდელთან აღვადგინო. ჩვენ გვაქვს კონცეფცია და ხედვა, რომელიც უნდა განვახორციელოთ.“

„62 წლის ასაკში ჩემპიონთა ლიგას ვუბრუნდები. დიახ, ეს დიდი ემოცია და ამასთანავე პასუხისმგებლობაა.“

„კარლო ანჩელოტის დიდ პატივს ვცემ. იტალიელი დახვეწილი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალია. ანჩელოტისთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს, ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ, თუმცა სტადიონზე ყველაფერს ვიღონებ თანამემამულის დასამარცხებლად.“

„ოსიმენმა ცოტა ითამაშა. არ ვიცი იქნება თუ არა ვიქტორი სასტარტოში. ამას ექიმების ჯგუფთან ერთად შევაფასებ, ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და რისკის გაწევა უპრიანი არ იქნება.“

„ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული მიზნები და საზღვრები. „ნაპოლი“ მრავალი წელია აღმავლობის გზას ადგას, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდი ვითარდება და პროგრესირებს.“

„თუ სამეფო კლუბს მისსავე მოედანზე დავამარცხებთ, ეს საოცარი შედეგი იქნება, სწორედ ამიტომ ყველა ფეხბურთელი განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს გამოიჩენს.“ dle 10.1

  • Hala
  • 29 ნოემბერი 2023
  • 10025
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)