კარვახალი:,,ანჩელოტი დიდხანს უნდა დარჩეს, კვარა ძალიან მაღალი დონის შემტევია"

დანიელ კარვახალმა „ნაპოლისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან კარგი მატჩი გამოვა, ამაში დარწმუნებული ვარ. შეტევითი ფუნქციების შესრულება შესანიშნავად გამომდის და გუნდს ფლანგიდან ყოველთვის ვეხმარები, მაგრამ ახლა მე ვიცი, რომ კვარაცხელიას დონის შემტევის გაჩერება მომიწევს, სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მმართებს.“

„კარლო ანჩელოტი საუკეთესო მწვრთნელია, მას სამეფო კლუბში ყოველთვის ჰარმონია შემოაქვს. თუ იტალიელი კონტრაქტს გაახანგრძლივებს, უბედნიერესი ვიქნები. მასთან კიდევ დიდი ხნით მუშაობა მსურს. თუ კარლიტო წავა, ჩემი რეაქცია შესაბამისი იქნება.“

„100%-იანი დატვირთვის მიღება რთულია მაშინ, როდესაც 3 დღეში ერთხელ თამაშის ჩატარება გიწევს. სანაკრებო შეხვედრები სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. აღსანიშნავია, რომ საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ ევროპის ჩემპიონატი იწყება, ეს ყველაფერი კი ფეხბურთელთა მხრიდან არნახულ რესურსს მოითხოვს.“

„ფაქტი ის არის, რომ მოთამაშეები, რომლებიც მოედანზე ხშირად არ ჩანან, ახლა კარგ შანსს მიიღებენ. გუნდში სერიოზული ტრავმიანობაა, ამიტომ რესურსი სრულფასოვნად უნდა ავითვისოთ.“

„„ნაპოლისგან“ უფრო მოტივირებულ და გაბედულ წინააღმდეგ ველით. ამ გუნდმა მწვრთნელი შეიცვალა და ახალ ისტორიას წერს.“

„„ბარსელონა“ ყველა ტურნირის ფავორიტია. მართალია, კატალონიურ გრანდს ლა ლიგაში საქმე გეგმის მიხედვით ვერ წაუვიდა, მაგრამ უნდა აღიშნოს, რომ მეოთხეადგილოსანი „ბარსელონას“ სხვაობა ლიდერ „რეალთან“ მხოლოდ 4 ქულაა, სწორედ ამიტომ ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს.“

„ყველა მატჩში ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშო. სწორედ ეს არის პროფესიონალიზმი.“

„ვულოცავ ლუნინს, მას საოცარი მატჩები ჰქონდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები. უკრაინელი კიპერის სახით საიმედო კარის დარაჯი გვყავს.“

„მივიჩნევ, რომ ანჩელოტი განვითარებას არც ახლა წყვეტს. იტალიელი პროფესიონალია და გუნდისთვის კიდევ შეუძლია დიდი სარგებელის მოტანა.“ dle 10.1

  • Hala
  • 28 ნოემბერი 2023
  • 23471
  • 4

1

28 ნოემბერი 2023 20:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2643
დარჩეს არა ყყ კიდე!!! ააცვას ზაფხულში სადაც უნდა!!!

2

28 ნოემბერი 2023 20:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
ჩაბი თუ მოვა კი, თუ არადა რატო უნდა წავიდეს

3

28 ნოემბერი 2023 21:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5280
ანჩელიტის დარჩენა მის ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული მაგ ჩემთვის ლა ლიგა თუ დადო წელს უკვე წარმატებული იქნება სეზონი თუ უნდა ლიგიდან 1/8 გავარდეს

4

29 ნოემბერი 2023 00:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 349
WESIT LALIGASHI ISEV TUAR IEQSPERIMENTA UNDA DAIDOS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)