ანჩელოტი:,,კვარაცხელია კონტრშეტევაზე ძალიან სახიფათოა"

კარლო ანჩელოტიმ „ნაპოლისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„„ნაპოლი“ ძალიან რთული მეტოქეა, მაგრამ ჩემი გუნდი მოედანზე მოსაგებად გავა. ვიცით, რომ მეხუთე მატჩის მოგების შემთხვევაში სატურნირო მდგომარეობას კიდევ უფრო გავიუმჯობესბთ და 1/8 ფინალში პირველი ადგილით გავალთ. მატჩი ბერნაბეუზეა, სადაც „ბლანკოსი“ ძალებს არ დაზოგავს.“

„მხოლოდ ტრავმირებულ ფეხბურთელებზე საუბარი მეჩვენება, რომ იმ ფეხბურთელთა უპატივცემულობაა, რომლებსაც მოედანზე გასვლა შეუძლიათ. ჩვენ გვაქვს შესაბამისი რესურსი, რომელსაც სრულფასოვნად ავითვისებთ.“

„დიეგო სიმეონემ კონტრაქტი განაახლა, ის 15 წელიწადის მანძილზე მუშაობს „ატლეტიკოს“ სადარაჯოზე. ჩოლო ფაქტობრივად, ვენგერისა და ფერგიუსონის სცენარს იმეორებს. მე იგივეს ნამდვილად ვერ შევძლებ.“

„დანი კარვახალი შესანიშნავია, მასთან თანამშრომლობა გუნდმა უნდა გაახანგრძლივოს, ესპანელი ყველაფერს იმსახურებს.“

„ჩემს მომავალზე არ ვსაურობ. წინა შეხვედრების დროს ყველაფერი გითხარით.“

„„ნაპოლის“ კარგად ვიცნობ, ამ გუნდის სათავეში ვიდექი და ვიცი, რამხელა წარმატების მიღწევა შეუძლია კოლექტივს, რომელსაც გულშემატკივართა დიდი არმია უჭერს მხარს.“

„ჩავის რჩევებს არ მივცემ, რადგან მას ეს არ სჭირდება. ესპანელი პროფესიონალია და საკუთარ მოვალეობას უბადლოდ ასრულებს.“

„კანტერა საკმაოდ დიდ რესურსს ფლობს და მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა მოთამაშეების რელევანტურად გამოყენება შეგვიძლია. ვამაყობ, რომ ახალი თაობა მთავარ გუნდში მოსახვედრად იბრძვის.“

„ბელინგემი ინტელექტუალური მოთამაშეა, რომელიც მოედანზე ყველაფერს დებს. დარწმუნებული ვარ, ინგლისელი დიდ ეპოქას შექმნის.“

„უნდა აღინიშნოს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრ-შეტევაზე ძალიან სწრაფი და ეფექტური თამაში შეუძლია, ისევე როგორც ოსიმენს. მათ მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო.“

„განსაკუთრებული გუნდი ჩემს კარიერაში? უდავოდ უნდა ვთქვა, რომ „რეალი“ ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო გუნდია, მე კი მაქვს ჩემი სენტიმენტები „მილანთან“, რომელშიც დიდი ხნის მანძილზე ვიმუშავე, ასევე წლების მანძილზე ვიყავი ფეხბურთელის რანგშიც.“ dle 10.1

  • Hala
  • 28 ნოემბერი 2023
  • 21318
  • 1

1

28 ნოემბერი 2023 20:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
კარლო, გადმოიყვანე ჩვენი ძმა და მაგრა გაამართლებს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)