ანჩელოტი:„როდრიგო საოცარ ფორმაშია, მოდრიჩმა დაზიანება მიიღო“

კარლო ანჩელოტიმ „კადისის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„როდრიგო გოეშმა საოცარი თამაში ჩაატარა. ბრაზილიელი ბრწყინვალე ფორმაშია და დღევანდელ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ვამბობდი, რომ ის გოლების გატანას დაიწყებდა და ასეც მოხდა. რთული პერიოდი დაძლუელია, სამხრეთ-ამერიკელისგან კიდევ უფრო მეტს ველი.“

„ლუკა მოდრიჩს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ვიმედოვნებ, სერიოზული არაფერია და მას მხოლოდ გადატვირთვა აქვს. ექიმების დასკვნას დაველოდებით და სიტუაციას შევაფასებთ.“

„ლუნინი მოწოდების სიმაღლეზე დგას. მიხარია, რომ უკრაინელმა კიპერმა კეპა არიზაბალაგა ბრწყინვალედ შეცვალა. „ნაპოლისთან“ მატჩში ანდრეის კვლავ მოუწევს მოედანზე გასვლა. კეპას დაბრუნება? თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ის „გრანადას“ წინააღმდეგ შეძლებს ჩვენს დახმარებას.“

„გუნდი ძალიან კარგი იყო. მოტივაციის პრობლემა ნამდვილად არ გვქონია. ვიცოდით, რომ უამრავი ტრავმის მიუხედავად, არსებული რესურსით გამარჯვება შეგვეძლო. საბედნიეროდ, ასეც მოხდა და 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში.“

„რუდიგერსა და ალაბას შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა. ჩავთვალე, რომ „კადისის“ სტილიდან გამომდინარე, დღეს მოედანზე გერმანელის გასვლა უმჯობესი იქნებოდა. ნაჩეტემ კარგად ივარჯიშა და დასვენებული იყო, სწორედ ამიტომ, მოედანზე აუცილებლად უნდა გასულიყო. ანტონიოს აუცილებლად დავასვენებ, მას მცირე რელაქსაცია ნამდვილად სჭირდება, რადგან საოცარ დატვირთვებს უძლებს.“

„ჩაბი ალონსოს განცხადება? მიხარია, რომ ჩემი ყოფილი შეგირდი მაფასებს. მისი სიტყვები ჩემთვის სასიამოვნო მოსასმენი იყო.“

„ბელინგემის მხარი სრულად აღდგენილი არ არის, ის სპეციალურ ვარჯიშებს გადის, მაგრამ თამაშში ხელი არ ეშლება.“

„ლა ლიგაში მომდევნო ტურები აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ვფიქრობ, შობამდე ყველა მატჩის მოგება შეგვიძლია, რაც სატურნირო მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესებს.“

„დანი სებალიოსი დაბრუნდა, ამით ნახევარდაცვაში რესურსმა იმატა. ესპანელი თავს კარგად გრძნობს და ოპტიმალურ კონდიციაში მალე შევა. სებას ხშირად მიეცემა შანსი.“

„ბრაჰიმ დიასი სასტარტო შემადგენლობაში განიხილებოდა, მაგრამ კუჭის პრობლემის გამო, მისი მოედანზე გაყვანა რისკებს უკავშირდებოდა. როდრიგოს დასვენება გადავწყვიტე, რადგან დიდი დატვირთვა ჰქონდა მიღებული, თუმცა მას მოედანზე გასვლა მოუწია. საბედნიეროდ, გოეშმა საოცარი მატჩი ჩაატარა.“ dle 10.1

  • Hala
  • 26 ნოემბერი 2023
  • 2525
  • 4

1

26 ნოემბერი 2023 23:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 794
🇪🇸 რეალი მიმდინარე სეზონში:

⭐ ლა ლიგის ბომბარდირი — ჯუდ ბელინგემი (11)
⭐ ყველაზე მეტი გატანილი ლა ლიგაში (31)
⭐ ყველაზე ცოტა გაშვებული ლა ლიგაში (9)
⭐ პირველი ადგილი ლა ლიგის ცხრილში
⭐ პირველი ადგილი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში

𝐌𝐀𝐃𝐑𝐈𝐃 𝐀𝐑𝐄 𝐂𝐎𝐎𝐊𝐈𝐍𝐆.
ეს თან ტოპ 9იანის გარეშე და მერე მეორე გაუთავებელი ტრამვები. გავუშვათ ეს კარლო ბრაჰიმს რახან არ ათამაშებს და როდრიგოც მივაყოლოთ ეს უნიჭო პატენტი ბრაზილიელი🤣🤣 როდრიგოს როგორ დაუდგა გვერდში და კბილებით იცავდა ტიპი 🤍 შევიდა ფორმაში და ხატავს რასაც ქვია. ხოსელუსგან მიკვირს მარტო მისი ტიპის ფორვარდები აუტსაიდერ გუნდებში, როცა არიან ერთ მომენტსაც იყენებენ, რადგან ბუნებრივია რო ბევრ მომენტს ვერც უქმნის ფიზიკურად გუნდი და რეალიზაციის მხრივ ყველა მომენტს ებღაუჭებიან და რეალში სადაც უფრო მეტი მომენტი ექმნება პირიქით მაზილაობს 🙃 აშკარად რეალიზაციის მხრივ ვერ დაიკვეხნის დიდად ჯერჯერობით.

2

27 ნოემბერი 2023 00:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
რუდიგერი არის სასწაული კაცი და მილიტაოს მერე სკამზე ალაბა უნდა დასვა პაპა.

ეხლა ნაპოლისთან აცადეთ კვარას და მერე გრანადა უნდა ამოვტენოთ

3

27 ნოემბერი 2023 00:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1355
ციტატა: Batumski
რუდიგერი არის სასწაული კაცი და მილიტაოს მერე სკამზე ალაბა უნდა დასვა პაპა.

ეხლა ნაპოლისთან აცადეთ კვარას და მერე გრანადა უნდა ამოვტენოთ

არანარი ცდა ნაპოლის და კვარასთან მოგება მინდა მადრიდისტა ვარ არანაირი კვარა ვერაფერი შემიცვლის რეალს უნდა მოუგოთ კვარას იმედია ლუნინს კოპაზე იქნება ძირითადი მეკარე

4

27 ნოემბერი 2023 00:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
ციტატა: kartofili-rauli
ციტატა: Batumski
რუდიგერი არის სასწაული კაცი და მილიტაოს მერე სკამზე ალაბა უნდა დასვა პაპა.

ეხლა ნაპოლისთან აცადეთ კვარას და მერე გრანადა უნდა ამოვტენოთ

არანარი ცდა ნაპოლის და კვარასთან მოგება მინდა მადრიდისტა ვარ არანაირი კვარა ვერაფერი შემიცვლის რეალს უნდა მოუგოთ კვარას იმედია ლუნინს კოპაზე იქნება ძირითადი მეკარე


არაფერში გვჭირდება ეგ თამაში და კვარა თუ ჩაატარებს იქნებ მიაქციონ ყურადღება.

ჩემი აზრით ხალხს დაასვენებს ნაპოლისთან

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)