ანჩელოტი:„„რეალში“ კონტრაქტის ბოლო დღემდე დავრჩები“

კარლო ანჩელოტიმ „კადისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გუნდში არსებული სიტუაცია მიმოიხილა...


„ფაქტი ის არის, რომ სანაკრებო შეკრებამ არამხოლოდ „რეალი“, არამედ სხვა გუნდებიც დააზიანა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, ეს კი იმ ფონზე, რომ ზოგიერთი სანაკრებო მატჩი 8-0, ზოგიერთი კი 14-0 დასრულდა. მატჩების შემცირება და უაზრო ფორმატების შეკვეცა გაზრდის ფეხბურთელთა შესაძლებლობებს, რადგან მათ მეტი ენერგია ექნებათ.“

„ახალი კონტრაქტი „რეალთან“? მე პატივს ვცემ ხელშეკრულებას, რომელიც კლუბთან მაკავშირებს და ბოლო დღემდე ველოდები „მერენგების“ ხელმძღვანელობას.“

„ჩაბი ალონსო? ის იყო ნამდვილი მეგავარსკვლავი, ძალიან დიდი ტექნიკური არსენალის მქონე ფეხბურთელი, რომელმაც უდიდესი ეპოქა შექმნა, როგორც „რეალში“, ასევე სხვა კლუბებში. დღეს ჩაბი სამწვრთნელო საქმიანობას დიდი წარმატებით ეწევა. მისი „რეალში“ დანიშვნა? თუ ალონსო დაინიშნება, მე მას მივულოცავ, ახალი თაობის მწვრთნელებს დიდ პატივს ვცემ. იგივეს თქმა შემიძლია ტიაგო მოტაზეც, რომელიც სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარია.“

„ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნა? მეამაყება, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს მაკავშირებენ, მაგრამ როგორც გითხარით, „რეალთან“ კონტრაქტის ამოწურვამდე ვერაფერს გეტყვით, მე სამეფო კლუბის ერთგული ვარ.“

„თუ მატჩების რაოდენობა არ შემცირდება, ფეხბურთი ვერ განვითარდება. „უეფამ“, „ფიფამ“ და სხვა ორგანიზაციებმა ამაზე უნდა იზრუნონ.“

„მიუხედავად იმისა, რომ კოლექტივში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია, ჩვენ გვაქვს შესაბამისი რესურსი და მზად ვართ ბრძოლისთვის.“

„ნაჩო და მისი როლი? ფერნანდესი კაპიტანია, შესაძლოა ყველა მატჩში მონაწილეობას ვერ იღებდეს, მაგრამ ის სულით მადრიდისტაა და გასახდელში ლიდერის სტატუსით სარგებლობს.“

„ვალვერდე გუნდს ძალიან სჭირდება. ტრავმიანობის პერიოდში მისი უნივერსალობა შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ურუგვაელს შეუძლია როგორც ფლანგზე თამაში, ასევე ჩამშლელი ნახევარმცველობა.“

„როდრიგოს პრობლემები არ აქვს, მასთან დაკავშირებით რისკები არ არსებობს. ბრაზილიელი „კადისთან“ მატჩში მოედანზე გამოჩნდება.“

„ბელინგემი თავს კარგად გრძნობს, ჯუდის დაბრუნება მნიშვნელოვანია. რატომღაც ბევრი კრიტიკოსი ამბობდა, რომ ინგლისელის გარეშე „რეალი“ არაფერს წარმოადგენს, თუმცა „ვალენსიასთან“ დაპირისპირებაში ბელინგემი არ გვყოლია და 5 გოლის გატანა შევძელით.“

„ალვარო როდრიგესს გარდამავალი პერიოდი ჰქონდა, რომელიც მოიცავდა, როგორც წინსვლას, ასევე რეგრესს. ახლა გონსალოს გამოძახება ვარჩიეთ, რადგან ის სხვა სტილის მოთამაშეა, როდრიგესი კი სტილით ხოსელუს ჰგავს.“

„ალაბას ნახევარდაცვაში თამაში შეუძლია, მაგრამ ჩვენ სებალიოსიც დაგვიბრუნდა, ამიტომ ნახევარდაცვაში არსებულ პრობლემებს მოგვარებთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 25 ნოემბერი 2023
  • 5298
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)