ბენზემას და სხვა ვარსკვლავების ეფექტი მბაპეს ტრანსფერში!

მადრიდის „რეალს“ სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნად აქვს გაზრდილი, რაც პირველ რიგში გასულ წლებში ტოპ ვარსკვლავების გაშვებამ განაპირობა...


სამეფო კლუბის სამოქმედო არეალი სახელფასო ბალანსში ძალიან დიდია. ფლორენტინო პერესს მბაპეს ტრანსფერსა და ამ ტრანსფერიდან გამოწვეულ გადასახადებზე არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

ეჭვი არავის ეპარება, რომ კილიანი სამეფო კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, მაგრამ „ბლანკოსის“ ბალანსში ამით საერთოდ არაფერი შეიცვლება.

ბოლო აკორდი კარიმ ბენზემას და ედენ აზარის გაშვება იყო. ამ ორი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლამ სამეფო კლუბის ხარჯები ძალიან სერიოზულად შეამცირა. გარდა ამისა გუნდი სხვადასხვა დროს დატოვეს ასენსიომ, მარსელომ, ბეილმა და ისკომ, რომლებიც ასევე ძალიან მაღალი ანაზღაურებით სარგებლობდნენ.

ესპანური გამოცემების ცნობით, სამეფო კლუბს შეუძლია სახელფასო დანახარჯები ისე გაზარდოს დაახლოებით 150 მილიონით, რომ არანაირი ბალანსის პრობლემა არ შეექმნას, ეს თანხა კი არ გულისხმობს ვინისიუსთან, როდრიგოსთან და სხვებთან გაფორმებულ ახალ კონტრაქტებს, სადაც ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა არის გათვალისწინებული. dle 10.1

  • Hala
  • 24 ნოემბერი 2023
  • 973
  • 1

1

24 ნოემბერი 2023 14:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
მბაპეს ჰოლანდიც მიაყოლეთ და იმენა წლები ვიქნებით უკონკურწნტოები

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)