მოდრიჩი:„„რეალისთვის“ ყველაფერს გავიღებ, ეს ჩემი კლუბია“

ლუკა მოდრიჩმა „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც პირველ რიგში „რეალში“ ჩატარებულ მეხუთასე მატჩს და განვლილ ისტორიას მიეძღვნა...


„მადრიდის „რეალის“ მაისურის მორგება დიდი პატივი და ბედნიერებაა. 500 მატჩზე მეტის ჩატარება მართლაც წარმოუდგენელ სიზმარს ჰგავს, რომელიც ახდა. ამ გუნდისთვის ყოველთვის ყველაფერს გავიღებ, გულშემატკივრებისთვის სწორედ ამ პირობის მიცემა შემიძლია.“

„ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო კლუბში თამაში ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს. ხორვატიაში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ უკვე 11 წელიწადია ესპანეთის დედაქალაქში ვცხოვრობ და თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში.“

„„ლა დესიმა“ საოცარი იყო, სწორედ იმ სეზონში ჩავატარე „რეალის“ მაისურით მე-200 დაპირისპირება და ძალიან ამაყი ვიყავი, მაშინდელი გრძნობები სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.“

„250-იანი მაისური ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მოგებებს უკავშირდება, ის მაისურები მართლაც არასდროს დამავიწყდება. მაშინ „რეალმა“ შეძლო ყველასთვის შეუძლებელი.“

„300-იანი მაისური პირდაპირ კავშირშია ოქროს ბურთთან. მსგავსი წუთები ჩემს ცხოვრებაში არ განმიცდია, ეს განსხვავებული მომენტი იყო.“

„საოცარი 350-იანი უკავშირდება „ელ კლასიკოს“, სადაც მოედანზე მეორე ტაიმში გამოვჩნდი და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დავტოვე, იმ დაპირისპირებაში ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშე როგორც მე, ასევე მთელმა გუნდმა. მოედანზე გასვლაზე ვოცნებობდი და ის წუთებიც დადგა.“

„400-იანი, 450-იანი და 500-იანი მაისურები ასევე ისტორიაა, რომელიც უკავშირდება კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგებას, არნახულ საღამოებს „პსჟ“-სთან, „ჩელსისთან“, „სიტისთან“, ასევე მოგებულ „ელ კლასიკოებს“ და ისტორიულ მიღწევებს.“

„როდესაც „რეალში“ მოდიხარ, აცნობიერებ, რომ უმაღლესი მწვერვალების დაპყრობა შეგიძლია, შენს წინაშეა საუკეთესო სტადიონი საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებას 5-ჯერ შევძლებდი, ეს სრულიად გაუგებარი რამ იყო, მაგრამ დღეს აქ ვდგავარ თქვენს წინაშე და ვამაყობ, რომ მსგავსი შედეგი დავაფიქსირე, ეს „რეალის“ დამსახურებაა, სწორედ ყოველივე ზემოაღნიშნული აქცევს ამ კლუბს მსოფლიოში საუკეთესოდ.“

„ის, რასაც მე მივაღწიე, მსოფლიოს ბევრმა ტოპ ვარსკვლავმა ვერ შეძლო. მსურს, ყოველთვის დიდი მადლიერება გამოვხატო იმ სიყვარულისთვის, რომელიც „რეალის“ გულშემატკივრებში არსებობს. ყოველთვის ვცდილობ, ქომაგებს სიყვარული დავუბრუნო.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 19 ნოემბერი 2023
  • 410
  • 1

1

19 ნოემბერი 2023 12:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 90
შენ უდავოდ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხარ,მადრიდის რეალისთვის ძალიან ბევრი გაქვს გაკეთებული და ოქროს ასოებით ჩაწერილია შენი სახელი და გვარი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)