პერესი სანტიაგო ბერნაბეუს მეტროს გაჩერებაზეც მუშაობს

ფლორენტინო პერესს სურს, რომ სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქციის დასრულებასთან ერთად, სტადიონის მიმდებარედ არსებული მეტროსადგურიც ულტრამოდერნიზებული იყოს და თავიდან ბოლომდე უკავშირდებოდეს მადრიდის „რეალთან“ არსებულ თემატიკას...


გაჩერება -„LIMA Santiago Bernabeu“ არენასთან დაახლოებით 50 მეტრში მდებარეობს, მაგრამ აქ საუბარია არამხოლოდ საავტობუსე გაჩერებასთან, არამედ მეტროს ამოსასვლელის მოდერნიზებასთან.

არსებული ინფორმაციით, „რეალს“ სურს, რომ მეტროსადგურიდან პირდაპირ ბერნაბეუზე მოხვედრა იყოს შესაძლებელი, სწორედ ამიტომ უნდა დამონტაჟდეს 12 ლიფტი და 24 ახალი ესკალატორი, რომელიც გულშემატკივართა სწრაფ გადაადგილებას და არენაზე მოხვედრას შეუწყობს ხელს.

ზოგადად, მადრიდის მეტრო ძალიან განვითარებულია და ქალაქის ყველა მიმართულებას მოიცავს, თუმცა პერესი ამ მიმართულებით დაახლოებით 51 მილიონის დახარჯვას და საუკეთესო მეტროსადგულის შექმნას გეგმავს.

პრეზიდენტის გათვლა ძალიან ამბიციურია. ბერნაბეუმ წელიწადში მინიმუმ 350 დღე იფუნქციონიროს და უმასპინძლოს როგორც საფეხბურთო, ასევე საჩოგბურთო, საკალათბურთო მატჩებს, მეგა ვარსკვლავების კონცერტებს და ასე შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ Avenue de Concha Espina, 1 (სტადიონის მისამართი), ქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი უნდა გახდეს. dle 10.1

  • Hala
  • 16 ნოემბერი 2023
  • 805
  • 2

1

16 ნოემბერი 2023 16:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
უმაგრესი კაცია და იცის თავისი საქმე რა 🤪🤪

2

16 ნოემბერი 2023 20:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1185
ეგ მეტროს სადგური მიწისქვეშა გადასასვლელს უფრო გავს, თუ აქამდე არ გადაუკეთებიათ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)