ხოსელუ:„ჩემი ნება რომ იყოს კარიერას „რეალში“ დავასრულებდი“

ხოსელუ მატომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...


„ჩემი აქ ყოფნა დიდი ბედნიერებაა. მადრიდის „რეალი“ არის ოცნების კლუბი. არაერთი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ დიდი გზა გამევლო და „რეალში“ დავბრუნებულიყავი.“

„კარვახალი? ჩვენ ფაქტობრივად ყოველდღე ერთად ვართ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მივიჩნევ, რომ დანი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და საკუთარ პოზიციაზე ლიდერის სტატუსს წლების მანძილზე არ თმობს.“

„ჩემი ნება რომ იყოს კარიერას „რეალში“ დავასრულებდი, მაგრამ მომავლის შესახებ კლუბს უნდა ჰკითხოთ და არა მე. მზად ვარ, ნებისმიერი ტიპის კონტრაქტს მოვაწერო ხელი. ფეხბურთელისთვის, რომელმაც ახალგაზრდულ გუნდებში ითამაშა, „რეალის“ მთავარ გუნდზე კარგი ადგილი არ არსებობს.“

„მბაპეს ტრანსფერი? მე არ ვერევი გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაში, თუმცა ნამდვილად არ მივიჩნევ, რომ კილიანის „ბლანკოსში“ გადმოსვლა ჩემს ამოცანას გაართულებს, მე მაქვს ჩემი ფუნქცია და მზად ვარ, გუნდს ნებისმიერ მომენტში დავეხმარო.“

„რამდენი გოლის გატანას ვგეგმავ? რაც შეიძლება მეტის. როდესაც მოედანზე ვარ, ყოველთვის ვცდილობ, მეტოქის კარის აღებას და გუნდის დახმარებას.“ dle 10.1

  • Hala
  • 16 ნოემბერი 2023
  • 516
  • 2

1

16 ნოემბერი 2023 16:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4901
კამაზე საშიში არაფერია. 1 თვე არ იქნება მაქსიმუმ. 3 კვირაც დაუწერა ბევრგან.
ისე ეს დემბელე რა ---ა რა

2

16 ნოემბერი 2023 16:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
ეს კაცი სულლ იტანს და მიეცეს ბევრი დრო არ შეიძლება???

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)