ჩავი:,,ელ კლასიკო ნერვების ომია"

ჩავი ერნანდესმა მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ „ელ კლასიკოსთვის“ დიდი ენთუზიაზმით ვემზადებით, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ ეს დაპირისპირება ვერაფერს გადაწყვეტს, შესაბამისად, ნაჩვენები შედეგი ყველაფრის განმსაზღვრელი ვერ იქნება. ეს არის მატჩი, სადაც გათამაშდება 3 ქულა. თუ წავაგებთ სატურნირო მდგომარეობას გავიუარესებთ, თუ მოვიგებთ პირიქით.“

„დიახ, რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი შეიძლება დაგვიბრუნდეს. ენთუზიაზმი ძალიან დიდია. სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციებს გავივლი, შემდეგ კი გადაწყვეტილებას მივიღებ. რისკი არ იქნება.“

„ლევანდოვსკი? არ ვიცი, გავა თუ არა მოედანზე „რეალის“ წინააღმდეგ.“

„ვინისიუს ჟუნიორი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შემტევია, მაგრამ ჩვენ გვყავს კანსელუ და სწორედ ამიტომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ბრაზილიელის განეიტრალების.“

„ხილ მანსანო? ის პროფესიონალია. ვერაფერს ვიტყვით.“

„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ როდრიგო გოეშმა და ვინისიუსმა შესაძლებლობები ვერ გამოავლინონ. ბელინგემის გამადრიდელების შემდეგ ანჩელოტიმ სისტემა შეცვალა და მიდგომა სხვაგვარია.“

„„ელ კლასიკოში“ ფავორიტი არასდროს არსებობს, რადგან არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.“

„ფელიქსს „რეალის“ წინააღმდეგ გოლი არასდროს გაუტანია? სიმართლე გითხრათ, ეს ინფორმაცია პირველად გავიგე. იმედია ახლა შეძლებს მეტოქის კარის აღება.“

„რომეუს მნიშვნელობა ძალიან დიდია, ის ნახევარდაცვას მეტ ბალანსს აძლევს.“

„„რივერი“-„ბოკა“, „ბეტისი“-„სევილია“, „ინტერი“-„მილანი“, „სიტი“-„იუნაიტედი“ და ასე შემდეგ. ყოველთვის დიდ ინტრიგას იწვევს ასეთი დაპირისპირებები, მაგრამ „ელ კლასიკო“ ყოველთვის განსაკუთრებული იყო.“

„„რეალთან“ დაპირისპირება ყოველთვის კავშირშია ნერვებთან და დაძაბულობასთან. ფეხბურთელებმა მაქსიმალურად თავისუფლად უნდა ითამაშონ.“ dle 10.1

  • Hala
  • 27 ოქტომბერი 2023
  • 2533
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)