კეპა:„„რეალში“ დარჩენა მინდა, ეს საუკეთესო კლუბია“

კეპა არიზაბალაგამ „ბრაგასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა....


„მსაჯებზე საუბარს აზრი არ აქვს, სწორედ ამიტომ, არ მსურს შეფასებების გაკეთება. ის, რაც შაბათს მოხდა, ჩვენთვის სახარბიელო ნამდვილად არ ყოფილა, ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ 3 ქულის მოპოვება ვერ შევძელით, მაგრამ ეს უკვე წარსულია.“

„სეზონი ძალიან გრძელი და მრავალფეროვანია. „რეალმა“ პირველი და მეორე თვე საკმაოდ ეფექტური ჰქონდა, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს. კლუბის შედეგები როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე დამაკმაყოფილებელია. სწორ გზას ვადგვართ და მუშაობა უნდა განვაგრძოთ.“

„რა თქმა უნდა, „ბლანკოსში“ დარჩენა მსურს, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. მთელი ყურადღება ამ სეზონის წარმატებით დასრულებაზე უნდა გადავიტანო.“

„3 ქულის მოპოვების შემთხვევაში, ლიგის 1/8 ფინალს ძალიან მივუახლოვდებით, სწორედ ამიტომ გამოწვევა დიდია, თუმცა დარწმუნებული ვარ, „ბრაგა“ საშინაო არენაზე ბოლომდე იბრძოლებს.“

„„რეალის“ ისტორია და სიდიადე ყველა ფეხბურთელს აძლევს მოტივაციას, რომ სტადიონზე მაქსიმუმი გაიღოს და საუკეთესო ფეხბურთი ითამაშოს. აქ ყოფნა ყველა მოთამაშისთვის დიდი პატივია.“

„ეროვნულ ნაკრებში თამაში რა თქმა უნდა ძალიან მსურს, ამისთვის კი „რეალში“ წარმატებით გამოსვლაა საჭირო. ყველა დაპირისპირებას ვაანალიზებ და ვცდილობ, მოწოდების სიმაღლეზე ვიდგე.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 24 ოქტომბერი 2023
  • 784
  • 2

1

24 ოქტომბერი 2023 11:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9058
სავარაუდოდ დაიტოვებს რეალი ამას, კასილასის არ იყოს არავინ იცის ტიბო როგორ ფორმაში დაბრუნდება ამდენხნიანი გაცდენის ფონზე

2

24 ოქტომბერი 2023 19:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
კურტუასთან შანსი არ აქვს ამას და სკამზე ცოდოა. მეკარისთვის ფორმის აღდგენა ყველაზე მარტივია

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)