ანჩელოტი:,,1/8 ფინალს უნდა მივუახლოვდეთ"

კარლო ანჩელოტიმ „ბრაგასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო საკითხები მიმოიხილა...


„მსაჯებთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები არსებობს, როგორც ესპანეთში, ასევე ინგლისში, პორტუგალიასა და სხვა ქვეყნებში. ამ თემაზე ბევრი საუბარი არ მსურს, რომ მოსაწესრიგებელი ძალიან ბევრი საკითხია.“

„„ბრაგა“ კარგი გუნდია, რომელსაც უყვარს ბურთის ფლობა და შეტევა. შესაძლოა ვინმე ფავორიტად მიგვიჩნევს, მაგრამ ჩვენ ამ დაპირისპირებას მაქსიმალური სერიოზულობით ვეკიდებით და ვცდილობთ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალს კიდევ უფრო დავუახლოვდეთ.“

„რამდენიმე მოთამაშეს მცირე დისკომფორტი აქვს, სწორედ ამიტომ თერთმეტეულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. არ გამოვრიცხავ, რამდენიმე ცვლილება განვახორციელო. ვეცდები, მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა გავიდეს.“

„პელეს რომ რონალდუსთან და მესისთან ერთად ეთამაშა არ ვიცი რამდენ ოქროს ბურთს მოიგებდა. როგორც ბრაზილიელი, ასევე მარადონა და სხვა ვარსკვლავები სხვადასხვა ეტაპზე უდიდეს ეპოქას ქმნიდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის.“

„რონალდუ რომ ახლა „ბლანკოსში“ თამაშობდეს, კიდევ ბევრ გოლს გაიტანს, ის ახლაც ამტკიცებს საკუთარ კლასს.“

„მადრიდული გრანდისთვის ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ გვიზიდავს ეს ტურნირი. შეფარდება ესპანეთის ლიგასთან? ვფიქრობ, ლა ლიგაში შედეგები გამოსასწორებელი გვაქვს, მაგრამ ევროსარბიელზე უარს ვერასდროს ვიტყვით.“

„მსაჯების მხრიდან ზიანი ბევრჯერ მივიღეთ, მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დროს ვერ ვხედავ. სხვა ფორმატში შეგვიძლია ბევრი ვიმსჯელოთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 ოქტომბერი 2023
  • 3178
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)