ანჩელოტი:„რამოსის საქციელი მხოლოდ ემოციას უკავშირდებოდა“

კარლო ანჩელოტიმ „სევილიასთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„მსაჯს კარგი მატჩი ჰქონდა, მან ყველა გადაწყვეტილება სწორად მიიღო. ის, რომ ვთქვა, რასაც რეალურად ვფიქრობ, ბევრი მატჩს გამოტოვება მომიწევს, ამიტომ სჯობს აქ გავჩერდე.“

„თამაში ძალიან მაღალ ტემპში წარიმართა. პირველ ტაიში ბევრი შანსი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ, მეორე ნახევარში კი გარკვეული შეცდომები დავუშვით, „სევილია“ კი გააქტიურდა და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა.“

„არ ვიცი რა გვაკლდა, ალბათ ბურთის კონტროლი და ენერგია. მეორე ნახევარში გუნდმა ამოცანები ვერ შეასრულა. ფრე ალბათ ლოგიკური შედეგია.“

„ვინისიუსს მცდელობა არ დაუკლია, ის მაქსიმალურად დაიხარჯა, მაგრამ სანაკრებო პაუზის შემდეგ ენერგია სრულად აღდგენილი არც მას ჰქონდა.“

„სერხიო რამოსის დანახვა ძალიან გამეხარდა, მას წარმატებებს ვუსურვებ. სერხიოს კომფლიქტი რუდიგერთან? ის, რაც ესპანელმა გააკეთა, წუთიერი ემოციის შედეგია, ესპანელი გერმანელს მაშინვე გადაეხვია.“

„ბელინგემი როგორც ყოველთვის სახიფათო იყო და ბევრჯერ შეეძლო გოლის გატანა. ინგლისელი ხშირად ქმნიდა ხიფათს.“

„არ მესმის რატომ აკრიტიკებთ როდრიგოს, მან არაერთხელ დაარტყა კარში და სიტუაციას ამწვავებდა. ბრაზილიელი ერთ-ერთი სუაკეთესო იყო.“ dle 10.1

  • Hala
  • 21 ოქტომბერი 2023
  • 7807
  • 3

1

21 ოქტომბერი 2023 23:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5280
არა კაცო რას ამბობ როდრიგომ მაგრად ითამაშა სულ არ იმსახურებს კრიტიკას

2

21 ოქტომბერი 2023 23:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
როგორ გვაკლია რამოსი, ვერ ვინელებ რა.
მოდრიჩი საშინელებაა.
ვალვერდეს გაყვანა არ შეიძლება არასდროს, არცერთ მატჩში.
კამავინგა ფლანგს არ უნდა მოცილდეს. ცენტრში წაუქაჯებს.
ვინის გამო ათი კაცით ვართ მოედანზე.
დაუმატე როდრიგო და დავრჩით ცხრანახევარი.
დაუმატე მენდი და დავრჩით ცხრა.
გარსია მორალურად განადგურებულია. კროოსი უნორმოდ შენელებული.
ხოსელუმ ყველა მატჩი ძირითადიდან უნდა დაიწყოს.
პრესინგიდან პასებით ვერ ამოვდივართ. ცენტრში ვერ ვათამაშებთ ელემენტარულ სამკუთხედებს.
კეპა საოცარი მეკარეა, მაგრამ კურტუას გავლენა დაცვაზე უდიდესია. მაგალითად კეპა რო აიღებს რაღაც მომაკვდინებელ დარტყმას არ მიდის აღნიშვნა, როგორც ტიბოს შემთხვევაში. ანუ ლიდერად არ ვარგა და მეკარე რომელიც ლიდერად არ ვარგა საშიში მოვლენაა გუნდისთვის.
ალაბა წელს ყველაზე უსახურია, რაც კი კარიერაში სეზონი ჩაუტარებია.
ჩუამენის მოხსნაც შეცდომა იყო.
კარგი ისაა რომ გუნდში არის ტალანტი. მომატება შეიძლება.
რეალობა ისაა რომ გუნდი ჯერ არ დალაგებულა და მაინც არ ვართ ყველაზე უარესი გუნდი ევროპაში.
თუ ავთამაშდით, ალბათ საოცრებებს ვიხილავთ.
კარლოს იმედი მაქვს უსასრულობამდე.
ყურები არ ჩამოვყაროთ.
კლასიკოს წამოვიღებთ.

3

21 ოქტომბერი 2023 23:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
კამავინგამ ცენტრში თამაში არ იცის, ეგ ფაქტია და ჩუამენის შემცვლელიც არაა ეგ.

როდრიგოს რაც შეეხება, რამდენიმე კაი დაარტყა გაიხსენეთ, პროსტა უფერულია ზოგადად და თვალში ეგ ხვდება ხალხს.

ვალვერდე კიდე რატო გაიყვანა მართლა არ ვიცი.

და ბოლოს, ვინისიუსი როდესმე დარტყმას ისწავლის??

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (244)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)