ანჩელოტი:,,სერხიო რამოსს გოლის აღნიშვნის უფლება ნამდვილად აქვს"

კარლო ანჩელოტიმ „სევილიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც საკმაოდ ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.


„ჩემი მომავალი? მომავალი მხოლოდ ხვალინდელი მატჩი, „ბრაგა“ და „ბარსელონაა“. არ მსურს, შორსმჭვრეტელ გეგმებზე საუბარი, რადგან ახლა თავიდან ბოლომდე მნიშვნელოვან დაპირისპირებებზე ვარ კონცენტრირებული.“

„ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნასთან დაკავშირებით ბევრი ჭორი ვრცელდება. დამაზუსტებელ ინფორმაციებს მომავალში გაიგებთ.“

„როდრიგოს განცხადებები სათამაშო პოზიციებთან დაკავშირებით? მე ის არაერთხელ მითამაშებია ცენტრ-ფორვარდად, მაგრამ პრეტენზიები არ გამოუხატავს. ამასთან ერთად, ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ მთავარი გუნდის ინტერესებია და ფეხბურთელმა ყოველთვის უნდა გაიაზროს კოლექტივის საჭიროება. იგივეს თქმა შემიძლია ჩუამენისა და კამავინგაზე, რომლებსაც ასევე უთამაშიათ სხვა პოზიციაზე. ჩვენ ჰარმონია გვაქვს და ერთმანეთის საჭიროებებზე ვზრუნავთ. მახსოვს, ერთხელ სერხიო რამოსი ჩამშლელ ნახევარმცველად გამოვიყენე, მას ეს პოზიცია არ მოწონებია, მაგრამ ითამაშა, რადგან გუნდს სჭირდებოდა.“

„ვალვერდეს, ჩუამენის და კამავინგას ტრიო? არ გამოვრიცხავ, ხვალ ეს სამეული მართლაც იყოს ნახევარდაცვაში.“

„არდა გიულერს დიდი მომავალი აქვს, ყველა ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ თურქს მენტალური თვალსაზრისით პრობლემები არ ჰქონდეს. არდამ იცის, რომ ძალიან ბევრს მიაღწევს.“

„პრობლემები ლაპორტას ირგვლივ? ეს არის გამოძიების საკითხი და სიღრმეებში ვერ შევალ. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების განხორცილება.“

„სამხრეთ-ამერიკელებმა ყველაზე მეტი იფრინეს და დატვირთვა მიიღეს. ისინი კარგად ვარჯიშობდნენ, ხვალ გადავწყვეტ, ვის რამდენი დრო მივცე.“

„მნიშვნელოვანია, რომ დავიდ ალაბა მოედანს უბრუნდება, მას არანაირი პრობლემა აღარ აქვს.“

„დიახ, სებალიოსს მცირე დისკომფორტი აქვს და 1 კვირა მაინც დასჭირდება საუკეთესო კონდიციაში ჩასადგომად.“

„არდას მეტი ფიზიკა სჭირდება, ის მომდევნო დღეებში დიდ დატვირთვას მიიღებს, რათა მოედანზე ღირსეულად დაბრუნდეს. თურქს შეუძლია როგორც გარემარბად, ასევე მოედნის ცენტრში თამაში.“

„თუ სერხიო რამოსი „რეალს“ გოლს გაუტანს, შეუძლია იზეიმოს, თუმცა იმედია, ვერ გაგვიტანს. რამოსის ავტორიტეტს ვერაფერი შეეხება, ის ნამდვილი ლეგენდაა. ესპანელმა მცველმა „ბლანკოსის“ ისტორიაში უდიდესი წარმატება მოიტანა.“

„„სევილიასთან“ დაპირისპირება მარტივი არ იქნება, ამ გუნდს კარგი სტარტი არ ჰქონია, თუმცა სწორედ ახლა ცდილობს ვითარების შეცვლას. ძალიან მკაცრ დაპირისპირებას ველი.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 20 ოქტომბერი 2023
  • 2492
  • 1

1

20 ოქტომბერი 2023 18:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1355
საღოლ კარლიტო რამოსზე როგრც თქვი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)