კრიშტიანო რონალდო: ”ლიგაზე სუსტი მეტოქე არ არსებობს”

მადრიდის ”რეალის” უდავო ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ ინტერვიუ მისცა ესპანელ ჟურნალისტებს. იგი შეეხო ჩემპიონთა ლიგას და ჟოზე მოურინიოს...


რას გვეტყვით თქვენ ჯგუფზე?

საერთოდ ლიგაზე სუსტი მეტოქე არ არსებობს. ჩემპიონთა ლიგა არის ადგილი, სადაც ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია და უნდა საკუთარი ნიჭის გამოვლინება. ჩვენ რა თქმა უნდა პირველობისთვის ვიბრძოლებთ.

წლის მთავარი პრიორიტეტი ლიგის მოგებაა?

”რეალის” ტიტულების მოგებისთვის არის დაბადებული, თუმცა გასულ წელს ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ვერცერთ ტიტულს ვერ დავჯერდით. ახლა კი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ფანებს გულს არ დავწყვეტთ და ტიტულების მოგებას მოვახერხებთ. რა თქმა უნდა ლიგა ჩვენთვის პრიორიტეტულია, მაგრამ ყველა ტურნირზე ვეცდებით გამარჯვებას.

სტატისტიკის თანახმად, ჟოზე მოურინიო ყოველთვის და ყოველგვარ სიტუაციაში ხდება ჩემპიონი...

დიახ, რა თქმა უნდა ეს ასეა, რადგან ჟოზე ლეგენდარული მწვრთნელია. მან წარმატებას სამ კლუბთან ერთად უკვე მიაღწია, იმედია მეოთხე ჩვენ ვიქნებით.

ის მადრიდშიც გეგმავს მოგებას?

ამაში დარწმუნებული ვარ. ჟოზე მის გუნდთან, სამწვრთნელო ბაზასთან და გულშემატკივრებთან ერთად ნამდვილად შესძლებს ტიტულების მოგებას. მან ლიგა ორჯერ მოიგო. ახლა კი ხალხო დაელოდეთ მას. მალე მესამე ტრიუმფის ჯერია.

ჟოზე მკაცრია?

მისი ვარჯიშები ისეთივე განსაკუთრებულია, როგორიც თითონ. ჩვენ ვარჯიშებზე ძალიან ვიღლებით, თუმცა ყველა ინტერესით ვუყურებთ ამ ყველაფერს და რაც ყველაზე მთავარია არის ის, რომ ყველას ერთი რამ გვაერთიანებს. ეს მოგების წყურვილია.


წყარო:as.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)