ანჩელოტი:„„რეალში“ ეს აღარ განმეორდება“

კარლო ანჩელოტიმ „ჟირონასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება, რასაც „რეალის“ ყველა ფეხბურთელი ითავისებდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დაცვაში თანმიმდევრულად ვითამაშეთ, რამაც კარგი შედეგი გამოიღო. მეტოქე გოლის გატანას ცდილობდა, მაგრამ ჩვენ ძალიან სწორად და უშეცდომოდ ვთამაშობდით, რამაც საბოლოო ჯამში შედეგი მოგვიტანა. 3 ქულის მოპოვება, თანაც გასვლით თამაშში გადამწყვეტი ხასიათის იყო.“

„ვინისიუსთვის დღევანდელ საღამო ნორმალური იყო. მას თითქოს ნაპერწკალი აკლია, მაგრამ ეს ბუნებრივია, ვინაიდან თითქმის 1 თვე ვერ ვარჯიშობდა. ბრაზილიელი ეტაპობრივა ჩადგება ფორმაში.“

„ნაჩოს გაძევება ძალიან სამწუხაროა, ჩვენ ის გვჭირდება, მითუმეტეს დაცვაში ასეთი პრობლემების დროს. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა ალაბა „ოსასუნამდე“ მწყობრში ჩადგომას.“

„დაცვითი ვარიაციები კარგად იყო ორგანიზებული. ჩუამენი უკანა რგოლს მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა.“

„კამავინგას პოზიცია შევუცვალე, ფერლან მენდი კი დავასვენე, ვინაიდან ჩავთვალე, რომ მას ეს სჭირდებოდა. „ლას პალმასთან“ მატჩში ფერლანი კარგი იყო.“

„შეცდომები დაცვაში და პირველ წუთებში გაშვებული გოლები? „რეალში“ ეს აღარ განმეორდება, როგორც გითხარით, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მსგავსი ხარვეზების აღმოფხვრაზე.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 1 ოქტომბერი 2023
  • 3506
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)