ანჩელოტი:„„რეალი“ საბრძოლველად მზად არის“

კარლო ანჩელოტიმ „ჟირონასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებული სიტუაცია მიმოიხილა...


„მომდევნო ტური მეტისმეტად საპასუხისმგებლო და ამასთანავე რთული იქნება. „ჟირონა“ პირველ ადგილზეა, ამ გუნდს საოცარი სტარტი აქვს, თუმცა ჩვენ ბრწყინვალე შანსი მოგვეცა იმისი, რომ პირველი ადგილი დავიბრუნოთ, სწორედ ამიტომ მოედანზე მოსაგებად გავალთ.“

„„რეალის“ ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია და ხვალინდელ დაპირისპირებაზე ფიქრობს. ველით ბრძოლას და ვაპირებთ, თითოეულ დეტალს მივაქციოთ ყურადღება.“

„საბედნიეროდ, ანტონიო რუდიგერი ჩვენს განკარგულებაშია, გერმანელთან დაკავშირებით არანაირი რისკი არ არსებობს.“

„დავიდ ალაბას აღდგენითი პროცესის გავლა მოუწევს. ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, რამდენს გამოტოვებს ავსტრიელი ფეხბურთელი, ამას სამედიცინო შტაბი მოგვიანებით გვეტყვის. არ გამოვრიცხავ, ის „ნაპოლისთან“ მატჩისთვისაც მზდ იყოს, თუმცა მოვლენებს წი ვერ გავუსწრებთ.“

„„ლას პალმასთან“ ბრაჰიმ დიასი შესანიშნავი იყო, მიხარია, რომ მადრიდში დაბრუნების შემდეგ ადაპტაცია მარტივად გაიარა.“

„არდა გიულერმა აღდგენითი პროცესი უკვე დაიწყო. სამწუხაროა, რომ გამოჯანმრთელებულ მოთამაშეს დამატებითი ტრავმა დაემატა. თურქი „ლას პალმასისთვის“ განსაკუთრებით ემზადებოდა.“

„„ბარსელონას“ გამო ყველა ძალიან ვწუხვართ. თუ ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთავენ, ძალიან სამწუხარო იქნება. მსურს, ბევრი ესპანური გუნდი ვიხილო ევროსარბიელზე. გამოძიება მიმდინარეობს და ჭეშმარიტებას აუცილებლად დაადგენს.“

„როდრიგოს ბოლო დროს გოლები არ გაუტანია, მაგრამ გუნდურ წარმატებაში ყოველთვის შეაქვს წვლილი. არ გამოვრიცხავ, ბრაზილიელს დასვენება დაეხმაროს, ვინაიდან უდიდეს დატვირთვებს იღებს.“

„სისტემის შეცვლას არ ვაპირებთ, შესაძლოა შევცვალოთ გარკვეული კომპონენტები, რომლებიც კონკრეტულ მატჩზე იქნება მორგებული.“

„„ჟირონასთან“ ბალანსი გვჭირდება, ასევე მაქსიმალური ყურადღება დაცვის ხაზში.“

„ვინისიუსი სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს, ვნახოთ რამდენ წუთს გაძლებს ბრაზილიელი მოედანზე, თუმცა ვფიქრობ, 90 წუთის ჩატარებაც შეუძლია.“

„ითამაშებს თუ არა მოდრიჩი სასტარტოში? თერთმეტეულზე გადაწყვეტილება არ მიმიღია, ამიტომ ახლა ვერაფერს ვიტყვი.“

„ჩვენ არ ვუყურებთ შედეგს, რომელიც „ჟირონასთან“ შარშან დაფიქსირდა. გვაქვს გეგმა, რომელიც წარმატებამდე მიგვიყვანს.“

„დაცვაში გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ ბევრი ვიმუშავეთ მათ გამოსწორებაზე. ვფიქრობ, ცენტრალურმა მცველებმა ზემოთ თამაშის დროს მეტი სისწრაფე უნდა დააფიქსირონ და ვერტიკალური მოძრაობის მხრივ პრობლემები არ ჰქონდეთ.“

„როდესაც უკანა ხაზი მოწოდების სიმაღლეზე დგას, გუნდი უფრო მშვიდად თამაშობს, იგივე უნდა მოხდეს „ჟირონასთან“ დაპირისპირებაშიც.“

„სანაკრებო შეხვედრები რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა. ფეხბურთელები ძალიან იღლებიან. ზოგიერთ 4 ან 6 ფრე უწევს, შემდეგ კი აღდგენითი პროცესისთვის დრო ფაქტობრივად არ აქვთ. მომდევნო შეკრების შემდეგ „სევილიას“ ვუპირისპირდებით, მოსამზადებლად კი მხოლოდ 2 დღე გვექნება, რაც კატასტროფის ტოლფასია, ეს ძალიან დიდ ხარვეზებს ქმნის გუნდში.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 29 სექტემბერი 2023
  • 6505
  • 1

1

29 სექტემბერი 2023 19:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 335
ABA DGES SEVILIAS SACHUQARIC MIVIGOT

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)