ანჩელოტი:„გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა, ალაბა კი ტრავმირებულია“

კარლო ანჩელოტიმ „ლას პალმასთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„პირველ რიგში უნდა აღინიშნის, რომ ალაბასა და რუდიგერის დაზიანებებმა დიდი პრობლემა შექმნა. ვფიქრობ, გერმანელი მომდევნო ტურში გვეყოლება, ალაბაზე კი მეტი დაკვირვებაა საჭირო, მისი ტრავმის სიმძიმის მოგვიანებით შევიტყობთ.“

„ბრაჰიმ დიასს დიდი დრო არ ჰქონია, დღეს კი სასტარტო შემადგენლობაში ასპარეზობის საშუალება მივეცი. მოხარული ვარ, რომ მან გოლის გატანა შეძლო.“

„მეორე ტაიმში ინტენსივობა გვაკლდა, ბოლო წუთებში მაქსიმალურად ვცდილობდით ბურთის დაუფლებას, თუმცა „ლას პალმასის“ ყველა ფეხბურთელი გოლის გატანაზე იყო ორიენტირებული და მწვავედ შეტევას გეგმავდა.“

„მოდრიჩი და ბელინგემი იმიტომ არ ვათმაშე, რომ მათი დასვენება გადავწყვიტე. სხვა მიზეზი არ არსებობს, ორივე დაღლილი იყო.“

„ბურთის ფლობა? ჩემთვის მთავარი გოლებია და არა პროცენტული მაჩვენებლები.“

„ვინისიუსმა წუთები მიიღო, მას უდიდესი მოტივაცია აქვს და დარწმუნეუბლი ვარ, მომდევნო მატჩებში ძალიან დაგვეხმარება.“

„ლა ლიგაში კონკურენცია დიდია. სულ ცოტა ხნის წინ გითხარით, რომ „რეალი“ „ბარსელონას“ ისევ გაასწრებდა. ეს ხომ სეზონის სტარტია და ბევრი რამ იცვლება.“

„როდრიგოს უგოლო სერია? ვფიქრობ, ბრაზილიელი მალე გაიტანს. მთავარი ის არის, რომ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალია და გუნდს წინსვლაში ეხმარება.“

„არდა გიულერი იუღბლო აღმოჩნდა. ძალიან ვწუხვარ, რომ თურქმა დებიუტი ვერ შეძლო. ჯერ კიდევ გუშინდელ ვარჯიშზე ის თავს კარგად გრძნობდა, თუმცა შემდეგ დისკომფორტი იგრძნო და შემოწმება ჩაუტარა.“

„მცველები? ამ ეტაპზე მხოლოდ რუდიგერი და ნაჩო გვყავს. თუ საჭირო გახდება, უკანახაზელებს კასტილიიდან დავიმატებთ, ვინაიდან სხვა გზა არ არსებობს.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 28 სექტემბერი 2023
  • 1824
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)